მამუკა ბახტაძე გადადგომის თაობაზე განცხადებას დღეს გააკეთებს

მამუკა ბახტაძე გადადგომის თაობაზე განცხადებას დღეს გააკეთებს

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს, მთავრობის მეთაურის თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე გააკეთებს განცხადებას.

არსებული ინფორმაციით, მამუკა ბახტაძე განცხადებას 15:00 საათზე გააკეთებს, ამის შემდეგ კი თოქშოუების წამყვანებს შეხვდება.

გეგმავს თუ არა პრემიერი თანამდებობიდან წასვლას და აღნიშნულს შეეხება თუ არა ხვალინდელი ბრიფინგი, პრემიერის პრესსამსახურში კომენტარს არ აკეთებენ.

ამასთან, როგორც უმრავლესობაში აცხადებენ, გაგრძელდება კონსულტაციები მთავრობის შემადგენლობაში საკადრო ცვლილებებზე.

დაუდასტურებელი ინფორმაციით კი, პრემიერის პოსტზე მამუკა ბახტაძეს გიორგი გახარია შეცვლის, შს მინისტრის თანამდებობაზე კი, ირაკლი ღარიბაშვილი დაბრუნდება.