დეპუტატ ბიძინა გეგიძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილების შესახებ, რომლის თანახმადაც მას უმრავლესობა დაატოვებინეს, მედიიდან შეიტყო და გია ვოლსკის კომენტარს „მოჰკრა ყური“. როგორც გეგიძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა, ის პოლიტიკაში თავისუფლების ხარისხს სცემს პატივს და პოლიტიკოსს საკუთარი ხედვა, პოზიციები და არგუმენტები უნდა ჰქონდეს:
„მედიიდან გავიგე ამ გადაწყვეტილების შესახებ და ვოლსკის კომენტარს მოვკარი თვალი. მე ყოველთვის ჩემი აზრი მქონდა, პოლიტიკაში თავისუფლების ხარისხს ვცემ პატივს. პოლიტიკოსს უნდა ჰქონდეს მისი ხედვა, პოზიცია და არგუმენტები. მას უნდა შეეძლოს გადაწყვეტილების მიღება, იმიტომ რომ ხალხის მიერაა არჩეული“, - თქვა გეგიძემ.