კვესიტაძეს ეზღუდება კუთვნილი ხელფასის მიღება - ჟურნალისტი ომბუდსმენს დისკრიმინაციის ფაქტის დადგენას სთხოვს

კვესიტაძეს ეზღუდება კუთვნილი ხელფასის მიღება - ჟურნალისტი ომბუდსმენს დისკრიმინაციის ფაქტის დადგენას სთხოვს

„რუსთვი 2“-დან გათავისუფლებული ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას მიმართავს. ამის შესახებ ინფორმაციას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს, რომელიც კვესიტაძის ინტერესებს იცავს.

კვესიტაძემ საჩივარი ანტიდისკრიმინაციულ მექანიზმში წარადგინა, რომლითაც ტელეკომპანიიდან მისი საქმის შესწავლასა და დისკრიმინაციის ფაქტის დადგენას ითხოვს.

არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ -ში განხორციელებული და დაანონსებული საკადრო პოლიტიკა დისკრიმინაციულ ხასიათს ატარებს.

“მიუხედავად იმისა, რომ ეკა კვესიტაძესთან ამ დრომდე „რუსთავი 2“-ს შრომითი ხელშეკრულება არ შეუწყვეტია, მას დაუსაბუთებლად ეზღუდება კუთვნილი ხელფასის მიღება. წარდგენილი საჩივრით ეკა კვესიტაძე ითხოვს მის მიმართ განსხვავებული მოსაზრებების გამო დისკრიმინაციული მოპყრობის დადგენას, რაც ამ ეტაპზე მისთვის კუთვნილი ხელფასის გაუცემლობაში ვლინდება. შესაბამისად, ეკა კვესიტაძე წარდგენილ საჩივარში სახალხო დამცველს სთხოვს მისი საქმის დაჩქარებულ ვადაში შესწავლასა და დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად რეკომენდაციის გამოცემას”, – ამბობს კვესიტაძე.

შეგახსენებთ, „რუსთავი 2“-დან „კურიერის“ გუნდი ორი დღის წინ წავიდა. ამ დრომდე არ გადის არხზე საინფორმაციო გამოშვება.

 

სოციალისტი სამართლებრივი მეთოდებით ამ ნაძირელებთან, რუსთავი 2-ის კოლექტივის "ელიტას"ვგულისხმობ არის სრულიად შეუძლებელი!
4 წლის უკან
thrgg@yahoo.com ეს ჭუჭყი უნდა ჩაირეცხოს, მათივე ტერმინებით რომ ვისარგებლოთ!!!
4 წლის უკან
thrgg@yahoo.com ლპმჯარია კი ცოტა ხანი კედევ უყუროთ და მერე გამოვიტანოთ დასკვნები, მართლა სახალხო დამცველია თუ ესეც სექტის წევრია!!!
4 წლის უკან
thrgg@yahoo.com სულ დაკარგული აქვთ სინდისი, რეალობის აღქმა, ადამიანობა და ასე შემდეგ, დისკრიმინირებული სექტანტი:(:((((
4 წლის უკან
არაგველი641 ძალიან შეწუხებულია ხალხი ამ სატანების ყურებით ყოველ დღე პრესაში თუ ტელევიზიებში. თანაც წერია: ტოპ სიახლეებიო. ვის რაში ადარდებს ამ განავლების ქმედებები! მოაცილეთ გაზეთებიდან და ეკრანებიდან!
4 წლის უკან
სოციალისტი სამართლებრივი მეთოდებით urTierToba -ურთიერთობა ამ ნაძირელებთან, რუსთავი 2-ის კოლექტივის "ელიტას"ვგულისხმობ არის სრულიად შეუძლებელი!
4 წლის უკან