ველოდები, რომ რუსთავი ორი იქნება კრიტიკული და ობიექტური და არ მოხდება ჭორაობა, როგორც ეს აქამდე ხდებოდა

ველოდები, რომ რუსთავი ორი იქნება კრიტიკული და ობიექტური და არ მოხდება ჭორაობა, როგორც ეს აქამდე ხდებოდა

არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდული ცენტრი”-ს ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე “რუსთავი2”-ში მიმდინარე მოვლენებს აფასებს.

“რუსთავი 2”- დან ჟურნალისტების წასვლამ საზოგადოების დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, მათ ეს  წასვლაც კი პიარსვლად აქციეს(ჟურნალისტებმა ტელევიზია რამდენიმე ჯგუფად დატოვეს და არა ერთად), რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მათთვის წასვლა წინასწარ შემუშავებული გეგმის ნაწილი იყო და არა სპონტანური ქმედება (ყველაზე არ მაქვს საუბარი) აღსანიშნავია, რომ ხშირ შემთხვევაში, მედიაში არასწორი ინფორმაცია ვრცელდება და ამბობენ, რომ ტელევიზიიდან  ჟურნალისტები გაათავისუფლეს, რეალურად კი ჟურნალისტთა 90% საკუთარი ინიციატივით წავიდა და ისინი არ გაუთავისუფლებიათ.

დღეს საქართველოში არის მედიათავისუფლება და მედიაპლურალიზმი, არსებობს კრიტიკული მედია და ყველა მედიას აქვს არსებობის უფლება, მაგრამ ასევე აუცილებელია, ჟურნალსიტმა, პროფესიული სტანდარტის მინიმალური ზღვარი მაინც დაიცვას, აუცილებელია ჟურნალისტმა საზოგადოებას მოვლენის ორი მხარე აჩვენოს და არჩევანის საშუალება მისცეს, რათა მაყურებელმა თვითონ მიიღოს გადაწყეტილება, რუსთავი ორის მიერ აღნიშნული პრინციპი უგულვებელყოფილი იყო, ისევე როგორც დავიწყებული იყო ობიექტურობა. დაუშვებელია მედიასაშუალება შეურაცხყოფდეს მოსახლეობის რელიგიურ გრძნობებს, ახდენდეს სიცრუის ტირაჟირებას და მუდამ სიძულვილის ენით საუბრობდეს! ამ ყველაფერს კი რუსთავი ორი „წარმატებით ახორციელდება)

ახალი სეზონიდან, ველოდები, რომ რუსთავი ორი იქნება კრიტიკული და ობიექტური, კრიტიკა კი დაფუძნებული და გამყარებული იქნება ფაქტებით და არ მოხდება ჭორაობა, როგორც ეს აქამდე ხდებოდა. რეალურად ახალი მფლობელის მოთხოვნაც ეს არის, რომ არხი გახდეს ობიექტური, მაგრამ როგორც ჩანს ჟურნალისტების ნაწილი, სიცრუის ტირაჟირებას იმდენად იყო მიჩვეული, რომ სიმართლის თქმა არ შეეძლოთ, სიმართლის თქმა, რომელიც მათთვის მტკივნეული იყო და სწორედ ამიტომ წავიდნენ, წავიდნენ იქ სადაც გარანტირებულად შეეძლებათ ისაუბრონ ფაქტების გარეშე და ამის გამო მათ პასუხს არავინ მოთხოვს.

p.s – რუსთავი ორში არსებულ ხელფასებზე არ ვისაუბრებ, მაგრამ უცნაურია კომპანიას 70 მილიონიანი ვალი ჰქონდეს და მისი თანამშრომელი ხელფასის სახით წლიურად ასი ათასობით ლარს იღებდეს. ამ არხს მძარცველი მართავდა თუ მენეჯერი?” – აცხადებს დავით ჩიხელიძე.