საქართველოს გული იწვის აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაკარგვისთვისო, ერთხელ მაინც სადმე დაგიწერია?

საქართველოს გული იწვის აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაკარგვისთვისო, ერთხელ მაინც სადმე დაგიწერია?

საოპერო მომღერალი თამარ ივერი ფეისბუქზე სალომე ზურაბისვილის განცხადებას ეხმაურება. ცნობილი მომღერალი პრეზიდენტს მიმართავს, თუ რატომ ერთხელ არ თქვა, რომ აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაკარგვის გამო, საქართველოს გული იწვის.

„შენ, დალოცვილო, ამაზონი ყველას გვტკივა, მაგრამ საქართველოს გული იწვის აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაკარგვისთვისო, ერთხელ მაინც სადმე დაგიწერია? თუ ამაზონი უფრო ტრენდული თემაა და მსოფლიო პოლიტიკურ ასპარეზზე თავის გაპიარების საშუალებას გაძლევს?“, - წერს თამარ ივერი.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამაზონის ხანძარს “ტვიტერის“ გვერდზე გამოეხმაურა, სადაც წერს - “ საქართველოს გული იწვის ამაზონის ტყესთან ერთად“.

ცნობისთვის, ამაზონის ტყეში მასშტაბური ხანძარი უკვე მესამე კვირაა მძვინვარებს. „დედამიწის ფილტვებად“ წოდებული ამაზონის ტყეში ხანძრის ათასობით კერაა დაფიქსირებული.

სოციალისტი არ ვიცი, ამ შემთხვევაში შეიძლება ვცდები, მაგრამ ეს ქალიც მაგარი სულელი მგონია?!
4 წლის უკან
ლაზი შეიძლება ტონალობაში მართლაც გადაჭარბებული იყო პრეზიდენტის ნათქვამი, მაგრამ ეს გამოხდომა ნამდვილად თავის გაპიარებაა. აქაოდა ხომ ხედავთ რა დონე ვარ, პრეზიდენტს ვუწუნებ ნათქვამს და მასზე მაგრად მეწვის გული აფხაზეთის და ოსეთისათვისო.
მოდით ახლა თქვენ კითხეთ თავს ქალბატონო, თქვენ აქამდე დაგიწერიათ ოდესმე, ან გიფიქრიათ ზუსტად ამ სიტყვებით? გულზე ხელი დაიდეთ და აღიარეთ, ჩაიჭერით? ასეა, სხვისი კრიტიკა იოლია. საკუთარი თავის კრიტიკაა ძნელი. ამიტომ ყველამ დავანებოთ თავი ყველაფრისტობის თამაშს და ჩვენს საქმეს დავჯერდეთ აჯობებს.
4 წლის უკან