მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქ-გვერდზე ახლახანს დაიდო ტექსტი და ვიდეო სახელწოდებით "საქართველოში უნდა გათენდეს", თუმცა ექსპრეზიდენტმა შეცდომით შიდა მიმოწერა გაასაჯაროვა და გაირკვა, რომ ეს ინფორმაცია "ნოდარის" უკვე გაეგზავნა და წესით და რიგით 9-საათიან "კურიერში" უნდა გავიდეს. ამის შესახებ ჟურნალისტმა შალვა რამიშვილმა სპეციალურ ვიდეოში ასეთ კომენტარი გააკეთა:
"ტიპიური მიშას პროპაგანდისტული ვიდეოა... მაგრამ ტექსტი დარედაქტირებული და ჩასწორებულია. ვიღაც X-მა გაუკეთა ეს ვიდეო და მისწერა მთლიანად ეს ტექსტიც, მიშამ რა თქმა უნდა, ხო ,,გიჟია და დებილი", პირდაპირ დააკოპირა და ფეისბუქისის მთავარ გვერდზე დადო. მთელი ის ტექსტი რაც სამუშაო ხასიათის იყო ,,ნოდარს მივცემთო", რა თქმა უნდა, ნოდარ მელაძეზეა საუბარი, გამორჩა და მერე ვიღაცებმა უთხრეს ეს რა გიდევსო და იმან კი არ წაშალა, არამედ "დააედითა". აზრზე არ არის რომ "ედითისტორია" არსებობს".
"ანუ ამის შესახებ მიშამ მისცა მითითეთები ,,ჯიგარ" ნოდარ მელაძეს 9-საათიანისთვის. ახლა "კურიერს" დაველოდები და ვნახავ როგორ გააშუქებს ,,მიუკერძოებელი" ნოდარი და მერე მაგრად დავცინებ მთელ "რუსთავი 2-ს", - წერს შალვა რამიშვილი.
რაც შეეხება სააკაშვილი "ფეისბუზე" გამოქვეყნებულ ტექსტს, იქ ასეთი რამ იკითხება: