"საკანში არც ინტერნეტი მაქვს და არც ტელევიზორი" - როგორ წერს "ფეისბუქპოსტებს" ოქრუაშვილი?

ბოლო პერიოდში პატიმრობაში მყოფი ირაკლი ოქრუაშვილისგან "ფეისბუქმიმართვები" ხშირად ვრცელდება, თუმცა აღმოჩნდა, რომ საკანში ინტერნეტი საერთოდ არ აქვს. ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა განმარტა, თუ როგორ ვრცელდება მის სოციალურ ქსელში მისი განცხადებები:

„რადგან ციხეში ყოფნისას გამოქვეყნებულმა ჩემმა პოსტებმა ლოგიკური კითხვა გააჩინა არის თუ არა ეს ჩემი პოსტები, მარტივად გეტყვით, რომ ციხიდან დრო და დრო ჩემს მიერ გამოგზავნილ ტექსტებს ჩემი ერთ-ერთი მეგობარი დებს, ამის გამოა, რომ კომენტარებზე არავის ვპასუხობ. საკანში არც ინტერნეტი მაქვს და არც ტელევიზორი. ასე რომ, ნუ იფიქრებთ განსაკუთრებული პირობები მაქვს შექმნილი“, - წერს ოქრუაშვილი.