„გასარუჯად დადის და ამბობს თითქოს რაღაც სამედიცინო გამოკვლევაზე იყო“

„გასარუჯად დადის და ამბობს თითქოს რაღაც სამედიცინო გამოკვლევაზე იყო“

"რომელი გასაუბრებაც არ აინტერესებს, იმ დღეს გასარუჯად დადის"- განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა ანა დოლიძეზე. გვრიტიშვილის თქმით, დოლიძე მოსამართლეთა შერჩევის პროცესში მხოლოდ ფორმალურად მონაწილეობს.

„ფორმალური მისი მონაწილეობა არის, მე თუ მკითხავთ. შერჩევითად უდგება ამა თუ იმ კანდიდატს. რომელიც აინტერესებს იმ კანდიდატის გასაუბრებას ესწრება, რომელზეც არ აინტერესებს დადის სატელევიზიო ეთერებში, დადის შეიძლება გასარუჯად და შემდგომ ამას ამართლებს თითქოს რაღაც სამედიცინო გამოკვლევაზე იყო, თუმცა სათანადო წესით, კანონით განსაზღვრული დოკუმენტებით ეს ფაქტი დადასტურებული არ არის. აქედან გამომდინარე, მისი მონაწილეობაა ფორმალური, თორემ ჩენ, საზოგადოება ხედავს, თქვენც ხედავთ, ვმუშაობთ საათობით, დილიდან დაღამებამდე, ყველა კანდიდატს ვეპყრობით თანასწორად და კითხვები არის თანაბარი სირთულის. ისინი კი, არჩევენ კანდიდატებს იმისდა მიხედვით, რომელი კანდიდატია მათთვის სიმპათიური, დაუსვამენ თუ არა შეკითხვებს და რა ფორმით დაუსვამენ შეკითხვებს,"- განაცხადა გვრიტიშვილმა.