ფინანსთა სამინისტრომ აღკვეთა 100 მილიონ ლარამდე ყალბი აქტივის გამოყენების შესაძლებლობა და მოხდა ბიუჯეტისთვის ზარალის მიყენების პრევენცია

ფინანსთა სამინისტრომ აღკვეთა 100 მილიონ ლარამდე ყალბი აქტივის გამოყენების შესაძლებლობა და მოხდა ბიუჯეტისთვის ზარალის მიყენების პრევენცია

ფინანსთა სამინისტრომ აღკვეთა 100 მილიონ ლარამდე ყალბი აქტივის გამოყენების შესაძლებლობა და მოხდა ბიუჯეტისთვის ზარალის მიყენების პრევენცია - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტისა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრმა, ზაზა გაბუნიამ განაცხადა.

ბიუჯეტის ფული ეს მოსახლეობის ფულია და მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ეფექტურად იყენებს ბიუჯეტისთვის ზარალის მიყენების საფრთხეების პრევენციის პოლიტიკას და სახეზეა რომ ეს სისტემა ეფექტურია.

შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მასშტაბური დანაშაულებრივი სქემა გახსნა. როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მიხეილ ონიანმა ბრიფინგზე განაცხადა, გამოძიების ფარგლებში მხილებულია ფართომასშტაბიანი დანაშაულებრივი სქემა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის თავის არიდების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზების ფაქტებზე.