“ბევრი მეკითხება და ერთიანად გიპასუხებთ…”

“ბევრი მეკითხება და ერთიანად გიპასუხებთ…”

“ტაბულა”-ს დამფუძნელებელი თამარ ჩერგოლეიშვილი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დავით კეზერაშვილის ტელევიზიას ის უხელმძღვანელებს “ფეისბუქის” პირად გვერდზე ეხმაურება:

“ბევრი მეკითხება და ერთიანად გიპასუხებთ.

ინფორმაცია, თითქოს სამსახურის შეცვლას ვგეგმავ არის ტყუილი!

მივესალმები ფორმულა კრეატივის და ჩემი მეგობრის, დათო კეზერაშვილის თანამშრომლობას.

მიხარია, რომ ახალი არხი ჩნდება და რუსთავის მითვისების შედეგად შექმნილ ვაკუუმს ოპოზიციურ ფლანგზე ახალი მედია შეავსებს სულ თუ არა, ნაწილობრივ მაინც.

ჩემი გეგმები მედიაში უკავშირდება მხოლოდ და მხოლოდ ტაბულას და მის განვითარებას – მითუმეტეს ახლა, როდესაც ძალიან კარგ საერთაშორისო პარტნიორობას ვიწყებთ და მალე მოგახსენებთ ამის შესახებ”, – წერს ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ტელევიზიის გახსნა დააანონსა, მის დირექტორად „ტაბულას“ რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი მოიაზრება.

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა, და ფორმულა კრეატივმა ახალი ტელევიზიის დაფუძნება 1 აგვისტოს დააანონსეს.  კეზერაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ხალხის დასავლური არჩევანი დასაცავია და სატელევიზიო პლატფორმა გვერდით დაუდგება არა რომელიმე პარტიას, არამედ მთელ სამოქალაქო საზოგადოებას.

ახალი ტელევიზიის დაანონსებას წინ უძღოდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, “რუსთავი 2” -ის საქმეზე არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა, შესაბამისად, ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშის მფლობელობაში გადავიდა. მოგვიანებით ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ თანამოაზრეებთან ერთად ახალ ტელევიზიას აფუძნებს.