მეუფე პეტრე სინოდს ადანაშაულებს

მეუფე პეტრე სინოდს ადანაშაულებს

ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე სასულიერო პირებს პასუხისმგებლობისთვის თავის არიდებაში ადანაშაულებს.

სინოდის სხდომა, ბოლოს გასულ წელს გაიმართა რაც კანონის უხეში დარღვავაა და მრევლში ბევრ კითხვას ბადებს.

„მინიმუმ ორჯერ წელიწადში უნდა იქნეს სინოდის სხდომა მოწვეული, ხოლო საეკლესიო კანონების თანახმად პირველი სხდომა უნდა იქნეს მოწვეული მარტვილის სულთმოფენობის დღესასწაულის მეოთხე კვირას. ანუ წელს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულის მიმდებარე დღეებში უნდა ჩატარებულიყო საეკლესიო კანონის თანახმად, რაც რა თქმა, უნდა დაირღვა. ის, რომ დღემდე მიუხედავად არსებული პრობლემებისა და საჭირბოროტო საკითხებისა სინოდის სხდომა არ იქნა მოწვეული და ამით მოციქულეობრივ დამოკიდებულებაზე, ეკლესიაში არსებული პრობლემების მიმართ ფაქტიურად ვთქვით უარი. ეს არის პირდაპირ თუ ირიბად პასუხისმგებლობის არიდება მიმდინარე საჭირბოროტო საკითხებზე" - აღნიშნა მეუფემ.