დავით კეზერაშვილის პირველი კომენტარი ისრაელში მიმდინარე გამოძიებაზე

დავით კეზერაშვილის პირველი კომენტარი ისრაელში მიმდინარე გამოძიებაზე

„ტყუილს მოკლე ფეხები აქვს" - ასე ეხმაურება საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას მის წინააღმდეგ ისრაელში მიმდინარე გამოძიების შესახებ.

კეზერაშვილი იქვე აზიარებს გამოცემა THE TIMES OF ISRAEL-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას, სადაც აღნიშნულია, რომ ისრაელის არმიის გენერალი, სახმედრო კომპანიის ხელმძღვანელი გალ ჰირში კეზერაშვილთან შესაძლო კორუფციული გარიგების ნაწილში გამართლებულია, თუმცა გალ ჰირში კვლავ ბრალდებულად რჩება და ბრალდებების ნაწილი გარკვეულწილად საქართველოსაც უკავშირდება.

„პოლიცია ამტკიცებს, რომ ჰირშმა და მისმა თანამოაზრეებმა შექმნეს რამდენიმე კომპანია უცხო ქვეყნებში, რათა კომპანია Defensive Shield-ის მოგება, მიღებული საქართველოსთან 2007 და 2009 წლებში დადებული კონტრაქტებისგან, დაემალათ ისრაელის ხელისუფლებისთვის. კომპანიები პანამაშია დარეგისტრირებული, საბანკო ანგარიშები კი - შვეიცარიაში", - ნათქვამია THE TIMES OF ISRAEL-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.

Maverick ეს განცხადება კი არა მიკიბულ-მოკიბული თავის მართლებაა, ფაქტები! ფაქტები? კეზერნაცო?!
4 წლის უკან