"გვარამიამ თავისი საზიზღარი ფრაზებით და თავხედური გამოხტომებით გააშიშვლა იმ გოიმი სასტავის არსი, რომლებიც რუსთავი 2-მა ამ წლების განმავლობაში შექმნა"

მორის დრიუონს თავის ნაწარმოებში "ძლიერნი ამა ქვეყნისა" აქვს ერთი ქალბატონის ფრაზა, რომელსაც ასეთი განმარტება გაუკეთა - მისი ეს ვულგარული სიტყვები და ჩაკისკისება, მხოლოდ მაღალი საზოგადოების წევრისთვის არის დამახასიათებელი (სიზუსტეზე თავს ვერ დავდებ, ძააალიან დიდი ხნის წინ მაქვს წაკითხული, მაგრამ შინაარსი ზუსტია).

გვარამიამ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში თავისი საზიზღარი ფრაზებით და თავხედური გამოხტომებით გააშიშვლა იმ გოიმი სასტავის არსი, რომლებიც რუსთავი 2-მა ამ წლების განმავლობაში შექმნა როგორც "ურბანული აგრესორები" და სადღაც "მჯდომი თფილისი", მაგრამ გენეტიკამ და ბოღმამ ამ ხელოვნურად შექმნილ როჟებს ვერ გადაალახინა ის ზღვარი, რომელიც "სასტავსა" და "საზოგადოებას" შორის არსებობს და მათს თავხედობას ვერ შესძინა ის პეწი, რაც მაღალი წრის ადამიანის ვულგარულობას მუდამ ეშხიანად ახლავს.

ამ ე. წ. გადიდკაცებული გოიმების მთავარი მიზანი - ნამდვილი ინტელიგენციის ჩარეცხვა და მათ ადგილას ურბანული ბოღმიანი ის წამოწევა მდარე პიარის მეშვეობით, ახალგაზრდობის საკმაოდ სერიოზული ნაწილისთვის იმ ყველის ნაჭრად იქცა, რომელიც საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება, მაგრამ სათაგურშია.

პირველ რიგში სწორედ ეს სათაგური უნდა გაანადგუროს ჭეშმარიტმა ფასეულობებმა, ნამდვილმა განათლებამ და შეფასების თავისუფლებამ, რაც დარწმუნებული ვარ რომ ძნელად, მაგრამ მალე მოხდება