გიორგი იაკობაშვილი:  ჰოდა, ნაცი ყეფს, ენჯეოშნიკი დუმს ქარავანი (For.ge) მიდის

გიორგი იაკობაშვილი:  ჰოდა, ნაცი ყეფს, ენჯეოშნიკი დუმს ქარავანი (For.ge) მიდის

ჰოდა, ნაცი ყეფს, ენჯეოშნიკი დუმს ქარავანი (For.ge) მიდის - წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი გიორგი იაკობაშვილი.

2011 წელი. პრესა.გე წაიღეს გარეწრებმა და ვიგინდარებმა. გავაკეთეთ For.ge. არა ოფისი, არა ტექნიკა, არა ხელფასები და ჰონორარები, რეკლამის მოტანა აკრძალულია, მოიტან და, დაემშვიდობე ბიზნესს. არასამთავრობოები არაფერს იმჩნევენ, ე.წ. ჟურნ. ეთიკის ქარტიას ზვიად ქორიძე განაგებს, სოროსის ფონდში მედია-გრანტებს ალ. ელისაშვილი გასცემს, ღირსებისა და ბრწყინვალების ორდენებს დონაძე და უდუმაშვილი იღებენ...

ეგეთი ამბავია - ტერორი, რეპრესია, შიში.

ხოლო ჩვენ მაინც ვმუშაობთ, ჩვენს საქმეს მაინც ვაკეთებთ - ხომ უნდა გასკდნენ გულზე ნაცები და ენჯეოშნიკები?!

ჰოდა, ნაცი ყეფს, ენჯეოშნიკი დუმს ქარავანი (For.ge) მიდის.

ნაცებმა შემოგვითვალეს, For.ge-ს ვიყიდით, ოღონდ, ისევ თქვენ უნდა აკეთოთ (რა თქმა უნდა, მათი კარნახით) და სერიოზულ ხელფასებს დაგინიშნავთო. კიდევ ერთი პირობაც - მე, როგორც გიგი მესვეტეს და დიტო გელოვანს, ისევ უნდა მეწერა და, რა თქმა უნდა, ნაცების კარნახით.

უარი შევუთვალე. რა თქმა უნდა - ცუდი სიტყვებით.

ვმუშაობთ. "ქართულმა აკადემიამ" თავის ოფისში, ზუბალაშვილებზე, ერთი ოთახი დაგვითმო. დანარჩენი ძველებურად - არც ხელფასი, არც ჰონორარი, არც რეკლამა, გრანტებს ქორიძე, ელისაშვილი, გიგაური, ლომჯარია და კოჟორიძე ასხედან.

ვმუშაობთ, მხარს გვიჭერენ და ჩვენთან იბეჭდებიან კახა კაციტაძე, ზურაბ დათუაშვილი (იერემია), დავით ზარდიაშვილი, ზურაბ მარშანია...

ჰონორარს ვერ უხსენებ - "სად გაქვთ ფული, თქვე გაჭირვებულებო..." არც ვუხსენებ - ჯიბეგამოფხეკილები ცეცხლს ვეთამაშებით.

დავით ზურაბიშვილს თხოვნა შევუთვალეთ, რომ For.ge-ზე ეწერა. ასი ლარიო - შემოგვითვალა...

ეგრე იყო.

პ.ს. გიგი მესვეტე და დიტო გელოვანი პრესა.გე-ზე ნაცებმა ლაშა მესვეტით და კირილე მიმინოშვილით ჩაანაცვლე - 

სერმინე ...თქვენი გულშემატკივარი ვარ, წარმატებებს გისურვებთ.
4 წლის უკან
trampi კი ...ბევრი გაქვთ გადატანილი...
ბევრი აქაური, იმ ამბების მომსწრეებიც ვართ და მონაწილეებიც.........ერთხელ, იძულებით მორიგ შვებულებაში რომ გაგიშვეს (მაშინ სამთვიანი გამოვიდა), მაშინ ამ საიტის გამო ჩერეზ--ჩერეზ კოლუმბთანაც ვიჩივლეთ ....
.ლიჩნადაც მაგარი ხარ, მაგრამ-------------------------
- ეს აქ შემორჩენილი ,,ნაომარი,, ხალხი, საიტის ამ ე.წ რეფორმებით რას დააფრთხეთ, რა გინდოდათ ? ვისთვისაც მისაღები იყავით
იმ ე.წ. ,,არარეფორმირებულებსაც,, გიღებდით, ეს გალსტუკ--ბაბოჩკები აუცილებელი იყოო??
მტრებს და ავადმახსენებლებს კიდევ (იმათი კეთილებიც...) არც ისე მოსწონდით და არც ბაბოჩკლიანები არ მოეწონებით.....სამაგიეროდ .შინაურები კი დაააფრთხეთ
არადა საიტი იყოოოოო .....ნუუუუ...... დუღდა.....ეხლა??
ეხლა ამ საიტის ისევ ძველებურად დაქოქვა, ძაან საეჭვოა(ღმერთმა ქნას)
ისე აქ კომენტარებში ყოველთვის, ყველა იმას აღნიშნავდა, რომ წერილებზე არანაკლები საინტერესო აქ კომენტარებიაო ........ეხლა? კომენტარები საერთოდ გაქრა---- აქა-იქ თუ სადმე ვინმე რამე კომენტარს დადებს-ღა, თორე სადღაა ხალხი??
ისე კი თქვენი კარგად ყოფნა ყოველთვის გამიხარდება..ბევრი ღამეები მაქვს აქ ნათენები
ასე რომ წარმატებები........
4 წლის უკან
გორელი ვარ თქვენ წლების მანძილზე ერთადერთი ნათელი სხივი იყავით ჩვენთვის, თქვენი მადლიერი და ერთგული მკითხველისათვი. იმედია იცით ეს, და გარდა პრობლემებისა ალბათ ისიც გახსოვთ, რომ უამრავი პატიოსანი და დაჩაგრული ადამიანის იმედი იყავით.სიამოვნებით დაგიწერდით გულებს.
4 წლის უკან