ბარამიძემ ლუსტრაცია მოახდინა და ფაქტობრივად აღიარა, რომ მსხვერპლი სწორედ მათი უპასუხისმგებლო პოლიტიკის შედეგია

ბარამიძემ ლუსტრაცია მოახდინა და ფაქტობრივად აღიარა, რომ მსხვერპლი სწორედ მათი უპასუხისმგებლო პოლიტიკის შედეგია

“ოპოზიციამ ბოლო დღეების განმავლობაში თავისი IQ-ს დემონსტრირება კიდევ ერთხელ მოახდინა და კვლავ ჩვენი გაოცება გამოიწვია, ჩვენ უკვე გვყავს “ამოსუნთქული” ოპოზიცია, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ომი, დაღუპული ადამიანები და დაკარგული ტერიტორიები შვება არის.”- აცხადებს “ახალგაზრდული ცენტრი”-ს ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე, რომელიც ნაც.მოძრაობის ლიდერების მიერ, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ გაკეთებულ შეფასებებს ეხმიანება.

ბატონებო თქვენს ნაცვლად მე მრცხვენია! დღემდე თითოეული გმირის სისხლი მტკივა, თქვენ კი უტიფრად ამბობთ, რომ ამოისუნთქეთ. ცალკე უნდა შევეხო ბარამიძის და ბოკუჩავას განცხადებებს, ერთი თვლის, რომ თურმე 2008 წლის ომზე ხმამაღალი საუბარი და  მიშას დადანაშაულება არ შეიძლება რადგან ამით მათ “ღმერთს” მიშას გავანაწყენებთ, ანუ ეს ადამიანი პირდაპირ ამბობს, რომ იყო დანაშაული, მაგრამ ხმამაღლა არ ვისაუბროთ, ცუდი ტონი არისო.

ქალბატონო თინა ხელისუფლებაში არ ხართ, მაგრამ კვლავ ცდილობთ საზოგადოება შედომაში შეიყვანოთ, უსამართლობაში აცხოვროთ და დანაშაული დაფაროთ, ეს არც არის გასაკვირი, რადგან უსამართლობა სისხლში გაქვთ გამჯდარი.

რაც შეეხება ბარამიძეს, მან თქვა, სრულმასშტაბიანი ევაკუაცია იმიტომ არ გამოვაცხადეთ, რომ არ გვინდოდა ომის შთაბეჭდილების შექმნაო, ევაკუაციის არ გამოცხადებამ, კი მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი გამოიწვია.

ეს იყო დანაშაულებების ქრონიკა, რომელიც უპასუხოდ არ უნდა დარჩეს. ბარამიძემ ლუსტრაცია მოახდინა და ფაქტობრივად აღიარა, რომ მსხვერპლი სწორედ მათი უპასუხისმგებლო, გაუაზრებელი პოლიტიკის შედეგია!” – აცხადებს დავით ჩიხელიძე.