ლევან ნიკოლეიშვილი: კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ სააკაშვილს ყველა აფრთხილებდა

ლევან ნიკოლეიშვილი: კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ სააკაშვილს ყველა აფრთხილებდა

საინტერესოა ახლა რას იტყვიან ვითომ პროდასავლელი ექსპერტები და არასამთავრობოები,

აშშ-ს უშიშროების საბჭოს მრჩევლი სტივ ჰედლი, გაზპრომის თანამშრომელი იყო თუ კონდი რაისი მუშაობდა რუსეთის დაზვერვში?   ან ჯორჯ ბუში ვინ იყო საერთოდ ?  - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს და  სტივ ჰედლისთან ამერიკის ხმის მიერ გავრცელებულ ინტერვიუს ეხმიანება.

,,კიდევ ერთი დადასტურება, რომ სააკაშვილს ყველა აფრთხილებდა; მაგრამ  მაინც თავისას აკეთებდა ! ვის სასარგებლოდ? ვის წისქვილზე ასხამდა წყლს?  საინტერესოა ამჯერად რას იტყვიან ვითომ პროდასავლელი ექსპერტები და არასამთავროები? აშშ-ს უშიშროების საბჭოს მრჩევლი სტივ ჰედლი, გაზპრომის თანამშრომელი იყო თუ კონდი რაისი მუშაობდა რუსეთის დაზვერვში?   ან ჯორჯ ბუში ვინ იყო საერთოდ ?  ყველა რატომ უშლიდა სააკაშვილს რუსეთთან ომს ? ",- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ექსპერტი ინტერვიუდან იმ ამონარიდს აზიარებს, რომლის მიხედვითაც  ბუში სააკაშვილთან მივიდა, მკერდზე თითი მიადო და უთხრა - რუსეთი არ გააღიზიანო, რუსეთს თავს ვერ გაართმევ და მე  ვერ დაგიცავ - გეოგრაფიის გამო.