როგორი ცინიკურია ბანკირ მამუკა ხაზარაძის სიტყვები ემიგრანტებზე

როგორი ცინიკურია ბანკირ მამუკა ხაზარაძის სიტყვები ემიგრანტებზე

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის განცხადების იმ ეპიზოდს ეხმიანება, რომელშიც ის ემიგრანტებზე საუბრობს.

“როგორი ცინიკურია ბანკირ მამუკა ხაზარაძის სიტყვები ემიგრანტებზე… სწორედ ბანკებმა წაართვა სახლები და ბინები ამ ადამიანების უმრავლესობას და იმიტომაც წავიდნენ უცხო ქვეყნებში, რომ აქ ოჯახებს თავშესაფრები ჰქონოდათ! ასეთი ცინიზმის ატანა შეუძლებელია!” – აცხადებს ბონდო მძინარაშვილი.