„რუსთავი 2"-ს აქვს ბიძინა ივანიშვილის ვალი 1 მილიონი დოლარი. ბიძინა ივანიშვილი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი იყო, მას ეშინოდა ბადრი პატარკაციშვილის და „რუსთავი 2"- ს ჩუქნიდა ფულს იმედის საწინააღმდეგოდ. ეს ჩუქება როგორმე უნდა გაეფორმებინა და ტელევიზიას გაუფორმა როგორც სესხი"- ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ „პრაიმტაიმთან" განაცხადა.
რომან გოცირიძის თქმით, ტელეკომპანიის მფლობელის მიზანი „რუსთავი 2"-ის გაჩერებაა.
"რუსთავი 2"-ს აქვს უზარმაზარი ღირებულების ტექნიკა, ასევე აქვს 25 ათას 700 კვადრატული მეტრი ფართი იდეალურ ადგილზე ბინათმშენებლობისთვის, გაკოტრების რეჟიმში გაიყიდება აქტივები, გასტუმრებული იქნება ბიუჯეტის ვალები დაახლოებით 25 მილიონი ლარი.
ამ ვალების გასტუმრების შემდეგ ქიბარ ხალვაშს უნდა პატარა ფულიც იშოვოს. მიზანი არის „რუსთავი 2„"-ის გაჩერება. ივანიშვილს არ უნდა მოქმედი „რუსთავი2". თუ ივანიშვილი იყიდის „რუსთავი 2"-ს მხოლოდ იმიტომ რომ ტელეკომპანია გააჩეროს", -განაცხადა გოცირიძემ.