ნიკა გვარამიამ პაატა სალია დაწყევლა

ნიკა გვარამიამ პაატა სალია დაწყევლა

“პაატა სალია, შენ დახურე “რუსთავი 2” და ამიტომ აგეხევა სახე ჩემგან პირადადაც და ქართული საზოგადოებისგანაც. ვერაფერს ვერ გააკეთებ ამ ქვეყანაში, როგორც კი ქოცები წავლენ. პირობას გაძლევ, ქუჩაშიც კი ვერ გამოხვალ, მიწა დაიწვება შენს ფეხქვეშ, რა დახურე წარმოდგენილი გაქვს? რას ჰყიდი კორპუსებად წარმოდგენილი გაქვს? როგორც კი ქოცები გადაშენდებიან, ქიბარ ხალვაში როგორც კი ფეხს დადგამს საქართველოში აღმოჩნდება ციხეში ამ კატასტროფის მოწყობისთვის და ეს არარაობაც ვერ იცხოვრებს ამ ქვეყანაში –  ამ სიტყვებით მიმართა “რუსთავი2”-ის ყოფილმა დირექტორმა, მოქმედ გენერალურ დირექტორს პაატა სალიას.

პაატა სალიას მიერ ახალი სამართლებრივი დავის დაანონსებას ნიკა გვარამია “რუსთავი 2” -ის პირდაპირ ეთერში გამოეხმაურა. საუბარია “რუსთავი “2 -ის გენერალური დირექტორის დღევანდელ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყება.

სალიამ გვარამია, სამაუწყებლო კომპანიის ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში დაადანაშაულა. პაატა სალიას თქმით, ნიკა გვარამიამ ზიანი უნდა აუნაზღაუროს.

„თავზე გადაიხიოს ეგ სარჩელი ჩემგან გადაეცით, იმ სასამართლოსთან ერთად და არავის მოჭამოს, ეს გადაეცით პაატა სალიას, რომელსაც ყველა კბილს დავაყრევინებ, ვიდრე ციხეში მოხვდება ისტორიული ღალატისთვის,”- განაცხადა გვარამიამ სალიას საპასუხოდ.