საკრებულოს ყოფილი დეპუტატი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
ამას წინათ კიკეთის ფიჭვნარში ბავშვებს ვასეირნებდით ჩემი შვილი და მე. იქვე,სკამზე სამი ახალგაზრდა იჯდა,ლუდს სვამდნემ პოლიეთილენის ბოთლიდან ერთჯერადი ჭიქებით, შემაწუხებლად ხმამაღლა ლაპარაკობდნენ და ბოლოს,ბილწსიტყვაობაც დაიწყეს ისე გამაღიზიანებლად,რომ აუტანელი გახდა მათი მოსმენა.
ის იყო, თქმა დავაპირე, რომ ჩემმა შვილმა დამასწრო და უთხრა,რაც საჭირო იყო.
მოიხედეს, მიხვდნენ ,ეტყობა, რომ დააშავეს და უხმოდ წავიდნენ.
ეს იმიტომ მოვყევი,რომ უკვე თვეებია,რაც ღია ეთერში,ქვეყნის ყველაზე ყურებად არხზე(!), ყველაზე უფრო გამაღიზიანებელი ფორმით ბილწსიტყვაობენ და საზოგადოებას და ხელისუფლებას არ შესწევს უნარი,რომ ეს მარაზმი შეწყვიტოს.
მეტიც,ამ ადამიან-კანალიზაციებს მხარს უჭერენ ე.წ. ენჯოები,პოლიტიკოსები და ,ასე განსაჯეთ,ჩვენი საზოგადოების გარკვეულ ნაწილში მათი ჰეროიზაცია ხდება.
ცხადია,ეს ლოგიკურია,ვინაიდან ყველ;ამ არსებას თავისი საარსებო გარემო და საკვები აქვს,როგორც, მაგალითად,ნეხვის ჭიას-ნეხვი,
საუბედუროდ,ეს ნეხვი დაგროვდა,ყარს, სუნთქვა ჭირს და ჰერაკლესავით სამი მდინარე უნდა მივუშვათ ამ ავგიას თავლებს,თორემ დავიხრჩობით.
და კიდევ.
სახელმწიფო ძალიან ჰგავს ოჯახს
როცა ოჯახის უფროსს განუწყვეტლივ აგინებენ აფურთხებენ და ამცირებენ,ხოლო ის კი მეზობლებთან თავს იწონებს რა გამძლე დაა მომთმენი ვარო,არც ცოლის პატივისცემა ექნება,არც შვილების და არც იმ მეზობლებისა,ვისაც თავს აწონებს.
სხვასთან წავა ცოლი,როგორც კი მოახერხებს.
მეზობლები ბრიყვს დაუძახებენ.
ასე დარჩება მარტო გასაოცარ დემოკრატიაზე ოცნების ამარა..
ზოგიერთების არ იყოს.