“არ ვიცი, რამდენად აქვს ივანიშვილს ინტერესი „რუსთავი 2“ შეიძინოს – მიხეილ სააკაშვილის გარდა ნებისმიერი სხვა პირი შეიძლება განიხილებოდეს”

“არ ვიცი, რამდენად აქვს ივანიშვილს ინტერესი „რუსთავი 2“ შეიძინოს – მიხეილ სააკაშვილის გარდა ნებისმიერი სხვა პირი შეიძლება განიხილებოდეს”

“რუსთავი 2” -ის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ერთდერთი ვისაც ქიბარ ხალვაში ტელევიზიას არ მიჰყიდის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილია.

რაც შეეხება “რუსთავი 2”-ის შესყიდვის პირობებს, პაატა სალიას განცხადებით, მისთვის უცნობია კონკრეტულად რა თანხას მოითხოვს ქიბარ ხალვაში, თუმცა აღნიშნავს, რომ კომპანიის 100% -იანი წილის მფლობელი მზად არის ნებისმიერ ბიზნესმენთან დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან.

ამასთან, მისი თქმით, თუ მოკლე ვადებში არ გამოჩნდება ტელეკომპანიის შეძენის მსურველი, მაშინ სხვა გეგმა იქნება ასამოქმედებელი კომპანიის გაჯანსაღებისთვის და ეს არ არის ტელევიზიის გაკოტრება.

რაც შეეხება რისკებთან დაკავშირებულ კითხვას, რომ ტელევიზია შესაძლოა, პოლიტიკურად მოტივირებული ჯგუფის ხელში აღმოჩნდეს, სალიას თქმით, ტელეკომპანია წლების განმავლობაში არსებოდა პოლიტიკურად მოტივირებული ჯგუფის ხელში.

„კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილი იყო მისი არაფორმალურად მესაკუთრე და მმართველი. ამის თაობაზე ჩვენ სარჩელი პირდაპირ შავით თეთრზე წერია და სწორედ ამას იხილავდა სასამართლო, რომ რეალური მესაკუთრეები ყარამანიშვილები არ იყვნენ და ქიბარ ხალვაშის იძულება მოხდა მიხელ სააკაშვილის მიერ, რომ დაეთმო წილები. შესაბამისად, ამ ეტაპზე თუ კარგად ნახავთ განცხადებას, ქიბარ ხალვაშმა დააფიქრისა, რომ გამოირიცხოს ყველანაირი სპეკულაციები, ეს პროცესი წარიმართება ღიად და საჯაროდ. შესაძლებელია გამოჩნდეს ან არ გამოჩნდეს მყიდველი. თუ ამ მოკლევადიან პერიოდში მყიდველი არ გამოჩნდება, მაშინ სხვა გეგმა გვექნება ასამოქმედებელი, რომლითაც ხელი უნდა შევუწყოთ კომპანიის გაჯანსაღებას. ეს არ არის კომპანიის გაკოტრება“, – განაცხადა პაატა სალიამ.

შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-ის 100 %-იანი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაში ტელევიზიას ყიდის. როგორც ხალვაში აცხადებს, მზად არის აღნიშნულ საკითხზე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს დაელაპარაკოს, გარდა მიხეილ სააკაშვილისა.