ნიკა გვარამია პაატა სალიას “სახის ახევით” ემუქრება

ნიკა გვარამია პაატა სალიას “სახის ახევით” ემუქრება

ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის ყოფილი დირექტორი ნიკა გვარამია მოქმედ  გენერალურ დირექტორს პაატა სალიას “სახის ახევით” ემუქრება. ამის შესახებ მან “რუსთავი 2” – ის პირდაპირ ეთერში საუბრისას მას შემდეგ განაცხადა, რაც “რუსთავი2”-მა მოქმედი დირექტორის, პაატა სალიას საგანგებო ბრიფინგი ეთერიდან გათიშა და ნიკა გვარამია ჩართო.

გვარამია ამბობს, რომ პაატა სალიას კბილებს დააყრევინებს.

გვარამიამ კომპანიის მფლობელისა და გენერალური დირექტორის მისამართით შეურაცხმყოფელი სიტყვები არ დაიშორა.

„შენ პირადად, პაატა სალია, შენი სახელით და გვარით, დახურე ტელეკომპანია „რუსთავი 2“ და ამიტომ აგეხევა სახე, აუცილებლად, გპირდები, ჩემგანაც პირადად და ქართული საზოგადოებისგანაც, ვერაფერს ვერ გააკეთებ ამ ქვეყანაში, როგორც კი ქოცები წავლენ, ვერაფერს, პირობას გაძლევ, ქუჩაში ვერ გამოხვალ“, –  მიმართა გვარამიამ პაატა სალიას.

ნიკა გვარამია პაატა სალიას მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა, რომელმაც ყოფილი მენეჯმენტი კომპანიის საზიანო გადაწყვეტილებების მიღებაში დაადანაშაულა და მათ შორის ერთ-ერთ მაგალითად, სამაუწყებლო კომპანიის კუთვნილი არქივის გაყიდვა დაასახელა.

„არქივის გაყიდვას რაც შეეხება, არქივი არ გაყიდულა ერთხელ, გაყიდულა რამდენიმეჯერ და ამაში ჩვენ ვიღებდით ფულს, არარაობავ, ისწავლე, რას ნიშნავს კომერციული საქმიანობა და სად იმყოფები, არ ხარ შენ იურიდიული ბიუროს უფროსი, ხარ შენ ამ ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი ტელევიზიის დირექტორი“, – განაცხადა გვარამიამ “რუსთავი 2” -ის ეთერში.

სოციალისტი ეს ნაძირალა საქართველოს მოქალაქეს, წესიერ, კანონმორჩილ კაცს პაატა სალიას აშკარად ემუქრება ფიზიკური ძალადობით!!! მის მიმართ იყენებს შეურაცმყოფელ და მაპროვოცირებელ მიმართვებს! დააკავეთ და მიაჯაჭვეთ კავკასიონზე რკინის ჯაჭვით, ეს გვარამია კაცი მძლე და ამირანი!
5 წლის უკან