"ტაბულას" დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი ყინწვისის ეკლესიაში სასულიერო პირების მიერ ახალი იატაკის ფენილის მოწყობას ეხმაურება და ამბობს, რომ სამღვდელოების მნიშვნელოვანი ნაწილი გაუნათლებელია, მათ არ იციან არც კულტურული მემკვიდრეობის ფასი, არც სიძველის ფასი.
"ის, რაც ყინწვისში მოხდა, პირველ რიგში სამღვდელოების გაუნათლებლობის ბრალია. ნუ დაგვავიწყდება, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდლების მნიშვნელოვან ნაწილს არათუ სახარება, ტომ სოიერიც კი არ აქვს წაკითხული, გაგებაზე საუბარიც არაა. მათ არ იციან კულტურული მემკვიდრეობის ფასი, არ იციან სიძველის ფასი. რომ იცოდნენ, საკმარისად ხარბები არიან იმისთვის, რომ პრიალა მეტლახი არ დაეგოთ! სასულიერო ელიტის უწიგნურობა, გაუნათლებლობა, უცოდინრობაა ამ საშინელი ბოროტების სათავე და მერე ყველაფერი სხვა. ესაა სტალინის მემკვიდრეობა - ვისაც ცოდნა ჰქონდა დახვრიტა, სასულიერო ელიტა გაანადგურა! შესაბამისად, მემკვიდრეობაც არ დარჩენილა გადასაცემად", - წერს სოციალურ ქსელში თამარ ჩერგოლეიშვილი.