არ ვიტყვი, ვის ეხება ამის საზეპიროდ ქცევა და ნაცებისთვის ცხვირ-პირში რტყმევა ყოველდღე, დღეში სამჯერ 

არ ვიტყვი, ვის ეხება ამის საზეპიროდ ქცევა და ნაცებისთვის ცხვირ-პირში რტყმევა ყოველდღე, დღეში სამჯერ 

სოციალური ქსელის მომხმარებელი archil tamazovichi რიჩარდ მაიკლის სიტყვებს ავრცელებს

რიჩარდ მაილსი: იმ პერიოდში, როცა სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიდა, მე ვიყავი ელჩი. ხანდახან ის და მისი ზოგიერთი თანაგუნდელი (მაგალითად თავდაცვის მინისტრი და სხვებიც) გამოხატავდნენ პროვოკაციულ შეხედულებებს აფხაზეთისა და სამხ. ოსეთის რეგიონების მიმართ, ეს კი უფრო მეტად აუარესებდა, ვიდრე აუმჯობესებდა ვითარებას. ვფიქრობ, რუსებმა იგრძნეს საფრთხე. საფრთხე იგრძნეს აფხაზებმაც, რადგან მე მქონდა მათთან საუბარი. როგორც ცნობილია, სააკაშვილი მოვიდა ხელისუფლებაში 2003 წლის დეკემბერში და არჩეულ იქნა პრეზიდენტად გარდამავალი პერიოდის შემდგომ 2004-ში. ცნობილი იყო, რომ მას უნდოდა ამ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება, რაც გამოაშკარავდა კიდეც 2004 წლის ზაფხულში, როდესაც მზად იყო, ამ მიზნით ძალა გამოეყენებინა. ჩვენ გაგვიკვირდა, როცა მან ძალა გაგზავნა პოლიციის შეიარაღებული ძალების სამხედრო ერთეულები. ისინი არ იყვნენ კარგად კოორდინირებულნი და სწრაფად დაიხიეს უკან, მანამ, სანამ რუსეთს მიეცემოდა ინტერვენციის განხორციელების შესაძლებლობა. ვვარაუდობ, რომ ამ ქმედებით რუსები ისევე იყვნენ გაოცებულები, როგორც ჩვენ. შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. იყო გარკვეული ზარალიც, თუმცა არა მასშტაბური ხასიათის. სამაგიეროდ, ეს იყო სახიფათო სიგნალი ყველასთვის.

როდესაც 2005 წლის მაისში პრეზიდენტი ბუში ჩამოვიდა საქართველოში, მან გააფრთხილა პრეზიდენტი სააკაშვილი იმის შესახებ, რომ ჩვენ მხარს ვუჭერდით საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ არ ვუჭერდით მხარს ძალის გამოყენებას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნით. ჩვენ ვემხრობოდით პოლიტიკურ, დიპლომატიურ, ეკონომიკურ, კულტურულ და ყველა სხვა საშუალებას, სამხედრო მოქმედებების გამოყენების გარდა. ჯორჯ ბუშმა-უმცროსმა ჩემი თანდასწრებითაც მკაფიოდ უთხრა მას, რომ ჩვენ მხარს ვუჭერდით ყოველივე ზემოთქმულს, გარდა სამხედრო მოქმედებებისა. მეტიც - მან თქვა: "თუ შენ შეეცდები სამხედრო ძალის გამოყენებას კონფლიქტურ რეგიონებში, მაგალითად - სამხ. ოსეთში, რუსეთი ცალსახად განახორციელებს ინტერვენციას და შეერთებული შტატები არ მოვა გადასარჩენად."

პრეზიდენტმა ბუშმა გააკეთა ძალიან მკაფიო განცხადება პრეზიდენტ სააკაშვილისადმი. ვფიქრობ, ამან პრეზიდენტი სააკაშვილი დააფიქრა და დაამუხრუჭა, რომ განმეორებით არ განეხორციელებინა ძალის გამოყენება, როგორც ეს უკვე გააკეთა 2004 წლის აგვისტოში. მას შემდეგ სამი წლის განმავლობაში საქართველოს მხრიდან არ ყოფილა გამწვავებული ქმედება სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის მიმართ. 2008 წლის აგვისტოში გეგმა უკეთესად იყო შემუშავებული, კოორდინირებული და მომზადებული, მაგრამ რუსეთი იყო ამ ქმედების მოლოდინში. დიახ, პროვოცირებას ახდენდა რუსეთი; დიახ, პროვოცირებას ახდენდა სამხ. ოსეთიც, მაგრამ შეიჭრა საქართველო, რის შედეგადაც გაცილებით მეტი ადამიანი დაიღუპა".

სოციალისტი გამკვირვებია მე თქვენი ამბავი - თუ არ გაქვთ საშუალება, შესაძლებლობა გაგვიწიოთ სათანადო დახმარება, სამხედრო, პოლიტიკური, რომ აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა ის მაინც რომელიც გვქონდა 1990 წელს, მაშინ რას მოძვრებოდით და მოძვრებით ამ ჩვენს ქვეყანაში?! 1990 წელს საქართველოს არავითარი საგარეო ვალი არ ჰქონდა. უმეტესობას სამუშაოც გვქონდა და ასე თუ ისე გაგვქონდა თავი, ოჯახს ვინახავდით და სტუმარ მასპინძლობასაც ვახერხებდით. რა გინდოდათ, რას გვერჩოდით?! 5,5 მილიონიდან ხომ ჩამოგვიყვანეთ 3,5 მილიონზე, აღარც ფაბრიკა-ქარხნები გვაქვს და აღარც განათლების ისიტემა... აწი მაინც დაგვანებეთ თავი!
5 წლის უკან
არაგველი641 მე ერთი რამე ვიცი, რომ სააკაშვილი არის ყვერებით დასაკიდი.
5 წლის უკან
ლაზი რას ამბობს ეს კაცი!? ბოლო წინადადება თარგმანის ტექნიკური შეცდომაა თუ?
5 წლის უკან
trampi მაიკლი კი არა მაილსია
5 წლის უკან