მივხვდი, ვარდი გადატრიალებაა და 10 ლიმონს იხდი გადატრიალებაში - ოქრუაშვილის “ნამიოკი“ გაშიფრულია

მივხვდი, ვარდი გადატრიალებაა და 10 ლიმონს იხდი გადატრიალებაში - ოქრუაშვილის “ნამიოკი“ გაშიფრულია

ჟურნალისტი თამო კეშელავა თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს, დღეს გავრცელებულ მის ფეისბუქსტატუსთან დაკავშირებით მიმართავს და წერს, რომ „ნამიოკს“ მიუხვდა. 

"ირაკლი ოქრუაშვილი, გამარჯობა.  გავიგე, ციხეში ფეისბუქი და ინერნეტი გქონია და მუსიკა - არა!

ათი ვარდი ცოტაა და ათი კოცნა ბევრი.

მაგარი ნამზეური იყავი რომ დაგიჭირეს, მაგრამ მაინც.  ინტერვიუს კი ჩავწერ, თუ გინდა, თუნდაც ფეისით.  გამისკდა თავი იმაზე ფიქრით, რა მოწყობილობიდან შემოდიხარ ინტერნეტში, ისეთიდან, მუსიკას რომ ვერ რთავს და ხმა რომ არა აქვს.

ის, ზელენსკი, ჯერ იუმორისტი იყო და მერე გახდა პოლიტიკოსი და შენ რომ ჯერ პოლიტიკაში იყავი და ახლა იუმორს აწვები - კარგია, ალბათ, რა ვიცი.

მივხვდი, დაშიფრული ტექსია, ვარდი გადატრიალებაა და ათ ლიმონს იხდი გადატრიალებაში, ხო?

მარა, კოცნა, ბიჭო, კოცნა?

მაგ "უპრაგონო" კოცნის გამო არ დაერიე რიკოთის "ზავიძენიებს"?

რა დრო დაგიდგა ოქრუაშვილი, კოცნას ყიდი მუსიკაზე...

მამაკაცებს სუფრა და ქალებს კოცნაო.

ანუ, ნახე, შენი ათი კოცნა ღირს სამი მუსიკა, და შენი ათი კოცნა ტოლია: მწვადის, ხინკალის, ქაბაბის, მჭადი და ფხალის ასორტის და ღვინის?

აუ, ვითო კაცი ვარ და იყოს რესტორანი.

და ნუ ხარ ნარცისი, მესიჯები ნახე, რომ მაახტები ხოლმე დაპოსტვასა.

გავიგეთ "ნამიოკი", ხო, ყველაფერსა კითხულობ და არაფერი გეპარება", - წერს ჟურნალისტი.

შეგახსენებთ, დღეს ირაკლი ოქრუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ციხიდან გამოსვლისთანავე ათ ვარდს მიიღებს ის ქალი, რომელიც შარლ აზნაურის La Boheme-ს მოასმენინებს.