“საინტერესო მოთამაშეა, პრემიერობის ერთ - ერთ კანდიდატად აუცილებლად მოგვევლინება“

“საინტერესო მოთამაშეა, პრემიერობის ერთ - ერთ კანდიდატად აუცილებლად მოგვევლინება“

პოლიტიკოსი მამუკა გამყრელიძე ვარაუდობს, რომ სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის ყოფილი დირეტორი ნიკა გვარამია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაერთიანებულ ოპოზიციას შეუერთდება, და ის პრემიერ-მინისტრობის ერთ ერთი კანდიდატი იქნება.

"გუშინ ნიკა გვარამიამ საკუთარი თავი დააფიქსირა, როგორც ახალმა და დამოუკიდებელმა პოლიტიკურმა ლიდერმა. IMHO ძალიან საინტერესო მოთამაშეა, რადგან მისი გარეგნული (ფასადური უფრო მოუხდება) ეპატაჟის და რადიკალიზმის უკან დგას ძალიან ჭკვიანი, პრაგმატული და კომპრომისული პოლიტიკოსი.

შესაბამისად ჩნდება მთავარი კითხვა, ვიხილავთ თუ არა მას მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე და თუ ვიხილავთ, რა ფორმით ?

  1. შეუერთდება ნაცმოს;
  2. შეუერთდება ევსაქებს;
  3. შექმნის დამოუკიდებელ სტრუქტურას;
  4. საკუთარი სტრუქტურით შეუერთდება გაერთიანებულ ოპოზიციას.

ჩემი შეფასებით, ის მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში მე-4 ვარიანტით. თუმცა ნებისმიერ განლაგებაში ის მოგვევლინება, როგორც კიდევ ერთი კანდიდატი მომავალი პრემიერის პოზიციაზე", - წერს სოციალურ ქსელში გამყრელიძე.

შეგახსენებთ, გვიან ღამით ნიკა გვარამიას 40 000 ლარიანი გირაო შეუფარდეს. ასევე მას ეგრძალება გენერალური პროკურატურის გაფრთხილების გარეშე ქვეყნის დატოვება. გვარამია აცხადებს, რომ გირაოს არ გადაიხდის.

 

 

სოციალისტი მამუკა გამყრელიძე ვინ არის?! ევსაქები ვინ არიან?! ))) 2020 წელს არჩევნების დროს პატიმარი იქნება, ტუსაღი 666 საკნიდან. საქართველოს კონსტიტუციით ტუსაღი შეიძლება არჩეული იქნას პრემიერად?!
5 წლის უკან
სოციალისტი იქ მძიმ ზედმეტია! )))
5 წლის უკან