ქალბატონო ანა სტაჟიორად უფრო მეტი ხანი რო გემუშავათ ასეთი შეცდომები არ მოგივიდოდათ - წერს სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ცოტნე ზურაბიანი
წარმოუდგენელია ადეკვატურობა და თანმიმდევრულობა მოსთხოვო ადამიანს, რომელმაც გირგვლიანის მკვლელების უკანონო შეწყალებისთვის გასამართლებულ სააკაშვილს, პოლიტიკური ნიშნით დევნილი უწოდა, მაგრამ საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე შევეცდები მოკლედ გიპასუხოთ მელიას საქმეზე ქალბატონო ანა, .
კაცი, საპარლამენტო დემოკრატიაზე ღაღადებდე, საპარლამენტო ზედამხედველობის პროცესებში მონაწილეობა გსურდეს და თან პარლამენტის წინ, ქუჩიდან პარლამენტში ძალადობრივ შეჭრას, გადატრიალებას ემხრობოდე და აქტიურად მონაწილეობდე - ეს ყველაფერი ერთმანეთთან ნამდვილად შეუთავსებელია. ასეთ დროს არცერთი დეპუტატი არ იმსახურებს იმუნიტეტს და ვალდებულია კანონის წინაშე როგორც ყველა სხვა მოქალაქე - ისე იყოს პასუხისმგებელი.
ახლა რაც შეეხება ჩვენს გადაწყვტილებას. გენ. პროკურატურის შუმდგომლობაში სტრასბურგის საქმეების სიტყვა-სიტყვითი დასახელება როგორი იქნებოდა არაფერს ცვლის აბსოლუტურად სწორად იყო მითითებული თარიღი, როდესაც სტრასბურგმა ეს გადაწყვეტილება მიიღო და სრულიად გასაგები იყო, რომელ საქმეზეც იყო საუბარი მომართვაში.
აქ უმთავრესი არის ის, რომ მტკიცებულებითი სტანდარტები "ბრალდებულის პიროვნება", "საქმიანობა და პროფესიული კავშირები", "მაღალჩინოსნის ავტორიტეტი და ამ ავტორიტეტიდან გამომდინარე მოწმეებზე ზემოქმედების რისკი" ცალსახად არის ის მტკიცებულებითი სტანდარტი, რომლის არსებობისას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო პატიმრობის გამოყენებას გამართლებულად მიიჩნევს.
ჩვენი კანონმდებლობითაც ასეა. პარლამენტის როლი ამ შემთხვევაში არ იყო საქმის დასახელებაში გვარის შემოწმება, არამედ მომართვის შინაარსობრივი მხარის გადამოწმება, ვინაიდან სტრასბურგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში კონტექსტზე მსჯელობს. ფაქტია, ანა ნაცვლიშვილის ლოგიკა ტექნიკურ საკითხს - გვარზე აპელირებას - ვერ გასცდა
ეს საქმეები მომართვაში იმ კონტექსტში იყო ნახსენები, თუ ზოგადად რა მტკიცებულებით სტანდარტს იყენებს სტრასბურგი პატიმრობის შეფარდების გასამართლებლად და არა იმ კონტექსტში, რამდენად გავდა მელიას საქმის ფაქტობრივი გარემოებები ამ საქმეებს.
პ.ს ქალბატონო ანა სტაჟიორად უფრო მეტი ხანი რო გემუშავათ ასეთი შეცდომები არ მოგივიდოდათ.