"ციხიდან გამოსვლისთანავე ათ ვარდს და ათ კოცნას მიიღებს ის ქალი , რომელიც..."

ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში უცნაურ მიმართვას ავრცელებს, რომლის მიზანი გაურკვეველია:

„ციხიდან გამოსვლისთანავე ათ ვარდს და ათ კოცნას მიიღებს ის ქალი, რომელიც მატროსოვის ციხის კედელთან ცენტრალურ შესასვლელამდე არმისული ასი მეტრით შარლ აზნავურის La Boheme -ს მომასმენინებს სამჯერ. ადმინისტრაციულ ჯარიმას მე ვიხდი . მამაკაცებისთვის სუფრას ვკისრულობ.

P.S. მოსმენა შემეძლება კვირას 10.30-11.30 ; ორშაბათს 14.30-15.30; სამშაბათს 11.30-12.30“, - წერს ოქრუაშვილი.

ოქრუაშვილი ამჟამად 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.ის სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის საფუძველზე დააკავეს. ეს მუხლები ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას გულისხმობს.