"5 ლარიც რომ ყოფილიყო გირაო, მაინც არ გადავიხდი, პრინციპის ამბავი"

ნიკა გვარამია სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ გირაო 5 ლარიც რომ ყოფილიყო, არ გადაიხდიდა.

„5 ლარიც რომ ყოფილიყო გირაო, არ გადავიხდიდი, პრინციპის ამბავია, მოსამართლეს ვუთხარი გირაოს არ გადავიხდი, არ გამომიტანო-თქო და ასეთი რამ არ გამიგია, რომ გეუბნება ბრალდებული არ გადავიხდი, მაინც გამოგაქვს... პროკურატურას ეგ დაემართა, რა სიმბოლური შარვალიც გუშინ ჩავიცვი, შეეშინდა რეალურად და გასაგები იყო, რომ უნდა ეთხოვათ პატიმრობა, ეს ვერ გააკეთეს, მაინც გირაო მოითხოვეს. არ გადავიხდი და ერთი თვის მერე ვნახოთ, შეეშინდებათ თუ არა ჩემი პატიმრობის“, - ამბობს გვარამია.

მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა, ნაწილობრივ, დააკმაყოფილა და 40 ათას ლარიანი გირაო დააკისრა, ამასთან, "რუსთავი 2-ის" ყოფილ გენერალურ დირექტოს აეკრძალა ქვეყნის დატოვება პროკურატურის თანხმობის გარეშე.