ნიკა გვარამიას საქმე - სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია. საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა, ნაწილობრივ, დააკმაყოფილა. მოსამართლემ ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 ათას ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა. მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილება, თითქმის, 5-საათიანი განხილვის შემდეგ მიიღო. გირაოს გადახდა ნიკა გვარამიას 30 დღის განმავლობაში მოუწევს.
პროკურატურა ნიკა გვარამიასთვის 80 ათას ლარიან გირაოს და უწყების გაფრთხილების გარეშე ქვეყნის დატოვების აკრძალვას ითხოვდა. დაცვის მხარე კი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების გარეშე დატოვებას ითხოვდა.