სასამართლოზე ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვს.
„ჩემი უდანაშაულობის გამო, მე დღეს მოვითხოვ დავრჩე აღკვეთის ღონისძიების გარეშე. მაქვს იმის მტკიცებულებები, რომ ეს დანაშაული საერთოდ არ ყოფილა. რაც იქ წერია, ისედაც არ არის დანაშაული, ზიანის მიყენებაზეა საუბარი. თუ შემეშალა კონტრაქტის დადება, ეს დანაშაული არ არის, მაგრამ არც შემშლია და მე ამის მტკიცებულებები მაქვს. პროკურატურა დღეს დარჩება დანაშაულის გარეშე", - აცხადებს ნიკა გვარამია.