ნიკა გვარამიამ პროკურორებს მატყუარები უწოდა

ნიკა გვარამიამ პროკურორებს მატყუარები უწოდა

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ყოფილმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ პროკურორებს მატყუარები უწოდა.

მან სასამართლოზე იმ პროკურორების არიდება მოითხოვა, რომლებიც მისთვის აღკვეთის ღონისძიების განსახილველ სხდომაზე ბრალდების მხარეს წარმოადგენენ.

„მუნჯი რომ ბრალდება შეურაცხმყოფელი სიტყვა ჰგონია, ეს სხვაგან წაგვიყვანს. ადამიანის უფლებათა კურსი მაინც უნდა ჰქონდეთ გავლილი, სანამ პროცესს წაიყვან. ეს ადამიანები არ ემსახურებიან დადგენილ ვალდებულებებს დაადგინონ საქმესთან დაკავშირებით რეალური გარემოებები და რეალური კვალიფიკაცია მისცენ ფაქტებს. ამ ადამიანების აცილების საფუძველი მარტივია", -განმარტა გვარამიამ.

მოსამართლემ გვარამიას არგუმენტაცია არ გაითვალისწინა .

„სახელმწიფო ბრალდება არის თავის პოზციაზე, მას ეკისრება ბრალდების მტკიცების პასუხისმგებლობა, ის პასუხობს თქვენს ყველა კითხვას; მან თქვა, რომ მას არ მოუსმენია, რა განცხადება გააკეთეთ და არ აქვს ამის ვალდებულება, თუმცა მე მომისმენია, - განაცხადა მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა.