ბარამიძეც ადამიანია. სინდისი, ანუ უფლის ხმა მასში, მაინც ცოცხალია - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი:
ვუყურე "იმედზე" ბარამიძის "ალყაში მომწყვდევასა" თუ "კედელზე მიყენებას" და მიუხედავად იმისა, რომ არ უნდა შემცოდებოდა, მაინც ძალიან შემეცოდა!
მიუხედავად იმისა, რომ უმძიმეს ბოროტმოქმედთა - ქვეყნის ღალატის ჩამდენთა, რაშიც თავადაც მიუძღვის წვლილი, გამართლებას ყოვლად ამაოდ ცდილობდა, უფრო საცოდავი იყო, რადგან აბსოლუტურად გამოუვალ, თითქმის იუდა ისკარიოტელივით სასოწარკვეთილ მდგომარეობაში ჩავარდა;
ბოროტმოქმედებსაც უნდა დაუტოვოთ რაღაცა გამოსავალი, რომ ასეთ გამოუვალ და სასოწარკვეთილ მდგომარეობაში არ ჩავარდნენ; ის, რომ მხოლოდ შევაჩვენოთ და ზედ გადაუაროთ, არც სამართლიანია და მით უმეტეს, არც - ქრისტიანული და ქართული. ქრისტიანული და ქართული ის არის, რომ ცოდვა უნდა შევაჩვენოთ, ცოდვა უნდა გვძულდეს და არა თავად ადამიანი!
ამ ვითარებაში გამოსავალი ერთადერთია - სამართლიანი სასამართლო! ყველასთვის და უწინარესად კი მათთვის, ყველაზე საუკეთესო ეს არის: "ქმნა მართლისა სამართლისა, ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად!"
როცა სასამართლო სამართლიან მსჯავრს დასდებს მათ, ეს უმძიმესი ტვირთიც, რისი ტარებაც, აგერ გუშინ ბარამიძის მაგალითზე ვნახეთ, რაოდენ საშინელი და ყოვლად აუტანელია, შემსუბუქდება, რადგან ბოლოს იქნებ მონანიებისა და შენდობისთვისაც გზა გაიხსნას!
მანამდე, სამართლიანი მსჯავრის დადებამდე, ეს შეუძლებელია. შეუძლებელია, რადგან იმ ცოდვასთან, რაც მათ აგვისტოში ჩაიდინეს, სინდისის, რაც ღვთის ხმაა ადამიანში, შერიგება ყოვლად წარმოუდგენელია!
ბარამიძეც ადამიანია. სინდისი, ანუ უფლის ხმა მასში, მაინც ცოცხალია. ყველა ადამიანი, სააკაშვილი და თვით ოქრუაშვილიც კი, იმსახურებს განწმენდისა და კათარზისის შანსს. აღდგომა - ყველასთვისაა. ხოლო ეს შანსი - ამჟამად მხოლოდ მართლმსაჯულებაა.
ომის დროსაც კი მძიმე დანაშაულად ითვლება ის, რაც ბარამიძემ მშვიდობიან დროს გააკეთა: გამთენიისას, სამხედრო ვერტმფრენებიდან დაბომბა სოფელ ეცერში აფრასიძეების საცხოვრებელი სახლი , რომელშიც მძინარე ქალები და ბავშვები იყოფებოდნენ!.. (შემდეგ რაც ჩაიდინეს იმ სახლში, ის ცალკე დანაშაულია).
არაფერზე პასუხი არ უგია!
"ოცნების" პროკურატურა დაკავებული იყო ისეთი იდიოტობებით, როგორიც "ტრაქტორების" და "კაბელების" საქმეები იყო, მათი კრახით და შერცხვენით რომ დამთავრდა... ბარამიძის უმძიმესი საქმე კი თაროზე შემოდეს და მიივიწყეს იმ აფრასიძეების ოჯახის უმძიმესი ტრაგედია!
შეგარცხვინათ ღმერთმა!