ივანიშვილის კაპიტულაციის ჩაბარებაში დიდი კონკურენციაა. ასე მარტივად ვერ დაგითმობთ

ივანიშვილის კაპიტულაციის ჩაბარებაში დიდი კონკურენციაა. ასე მარტივად ვერ დაგითმობთ

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა ნიკა გვარამიასთვის ბრალის წაყენების შეფასებისას აღნიშნავს, რომ ასე მშვიდი პროკურორი მას არ ახსოვს.

“ასე მშვიდი და მზრუნველი პროკურატორი მე ჯერ არ მახსოვს,

პ.ს. ნიკა გვარამია, კაპიტულაციის ჩაბარებაში დიდი კონკურენციაა. ასე მარტივად ვერ დაგითმობთ”, - წერს უგულავა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებით, “რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია დღეს 19:00 საათზე პროკურატურაში ბრალის დადგენილების მიზნით არის წარდგენილი. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ნიკა გვარამია ბიძინა ივანიშვილს დაპირდა, რომ პირადად ჩაიბარებდა მის კაპიტულაციას.