„გვარამიას ანგელოზად არ ვთვლი, მაგრამ სისტემა დარჩა იგივე“

„გვარამიას ანგელოზად არ ვთვლი, მაგრამ სისტემა დარჩა იგივე“

წინა ხელისუფლება შეურაცხყოფაზე ცემდა, დღევანდელმა ხელისუფლებამ უფრო ჰუმანური გზა არჩია - არ ცემს, მაგრამ იჭერს, - ასე გამოეხმაურა ექსპერტი გია ხუხაშვილი რადიო „პალიტრის" გადაცემა „შუადღის სტუდიაში" „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასთვის ბრალის წარდგენის თაობაზე გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებას.

ხუხაშვილის თქმით, ხელისუფლებას კერძო სექტორზე საუბარი შეუძლია მხოლოდ მაშინ, როდესაც იქ გადასახადებია დამალული ან სხვა პრობლემები არსებობს.

„გვარამიას ანგელოზად ნამდვილად არ ვთვლი, ზუსტად ვიცი ბევრი ცოდვა აქვს ჩადენილი განსაკუთრებით მაშინ, როცა ის ხელისულებაში იყო, მაგრამ სისტემა არ იცვლება, სისტემა დარჩა იგივე - წინა ხელისუფლება შეურაცხყოფაზე ცემდა, დღევანდელმა ხელისუფლებამ უფრო ჰუმანური გზა აირჩია, არ ცემს, მაგრამ იჭერს",- განაცხადა ხუხაშვილმა.

შეგახსენებ, რომ გენერალურმა პროკურატურამ „რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ ბრალის წარდგენის გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, „გამოტანილია დადგენილება ნიკა გვარამიას ბრალდების შესახებ, საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია".

amo ხუხაშვილო შე დაბრედილო, არ მოგწყინდა ამ სისტემაზე ღლიცინი? ყველამ გავიგეთ, რომ სისტემა შესაცვლელია, გავიგეთ ბატონო მტერმაც და მოყვარემაც, მაგრამ ეს უნდა გააკეთოს ახალმა პარლამენტმა და მთავრობამ. სისტემის შეცვლა (გადატრიალება) ცოლის შეცვლა ხომ არ არის ერთ დღეში ან თვეში, რომ შეცვალო. აღარ ახსენო სიტყვა "სისტემა"!
4 წლის უკან