ზაალ ანჯაფარიძე:  გუშინ „იმედის’ ეთერში გია ბარამიძემ „ნაცმოძრაობის“ დიდი ლუსტრაცია მოახდინა

ზაალ ანჯაფარიძე: გუშინ „იმედის’ ეთერში გია ბარამიძემ „ნაცმოძრაობის“ დიდი ლუსტრაცია მოახდინა

გუშინ „იმედის’ ეთერში გია ბარამიძემ „ნაცმოძრაობის“ დიდი ლუსტრაცია მოახდინა - ასე ეხმაურება გუშინდელ ეთერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

გუშინ „იმედის’ ეთერში გია ბარამიძემ „ნაცმოძრაობის“ დიდი ლუსტრაცია მოახდინა. გამოვიდა, რომ პრინციპით პოლიტიკაში ყველაფერი მოსულა, სააკაშვილი და მისი მთავრობა აგვისტოს ომამდე ბოლომდე ცდილობდა რუსეთისათვის სახის შენარჩუნებას, მას აგრესორად არ წარმოაჩენდა და თურმე ამას დასავლეთის დავალებით აკეთებდა, რომ სიტუაცია არ გაემწვავებინა. მახსოვს, საქართველოში ერთი პერიოდი ხორცი რომ გაძვირდა, ევროინტეგრაციის მაშინდელმა სახმინისტრმა გია ბარამიძემ ეს მყისვე ევროკავშირს გადააბრალა - მათი რეგულაციების გამო მოხდაო.

გამოდის რომ „ნაცებისთვის“ დასაშვები და შესაძლებელი ყოფილა დიდი პოლიტიკის გამო რუსეთისათვის დაყვავება-დაშოშმინება, სხვებისთვის კი აკრძალული. თავიანთი პოლიტიკით 22% შემცირებული ქვეყნის ტერიტორია დაგვიტოვეს მემკვიდრეობად, ეს ჩვეულებრივ ამბად მიაჩნიათ, სამაგიეროდ რუსეთს ხომ ჩამოვხსენით ნიღაბიო, გუშინაც იგივეს იმეორებდა ბარამიძე და სანამდის იბოგინებენ, სულ ეს „არგუმენტი“ ექნებათ.

საკუთარი დანაშაულის თუ შეცდომების სხვაზე გადაბრალება „ნაცების“ ხელწერაა და სამწუხაროა, რომ ჩვენი საზოგადოების ერთი ნაწილი ამას იჯერებს და მათ მიჰყვება, რითაც ნებით თუ უნებლიეთ თანამონაწილე ხდება ამ ყველაფრის.

გუშინდელ ტელედებატებზე, „ქ/ოცნების“ წარმომადგენელებს შეეძლოთ უფრო ეფექტურად და დამაჯერებლად წარმოჩენილიყვნენ აუდიტორიასთან. როდესაც ოპონენტად გყავს ბარამიძე და მისნაირები, იქ კონტრპროდუქტიულია დოკუმენტების ფრიალი და აკადემიური ტონით საუბარი. აუდიტორიას ეს ნაკლებად აინტერესებს და ვერც გაიგებს, მითუმეტეს შეზღუდულ საეთერო დროში.

მგლებს მგლების ენაზე უნდა ესაუბრო.

amo პოლიტექსპერტებს (და "პოლიტიკოსებს") თუ საქმე არა გაქვთ (უფრო სწორად, სწორედ ესაა თქვენი "საქმე"), კი ბატონო, არჩიეთ მტყუან მართალი, მაგრამ უბრალო მოსახლეობამ კარგად იცის, რომ სააკაშვილმა (და მისმა ბანდამ) რუსეთი ყურებით შემოათრია საქართველოში!
4 წლის უკან