“როგორც კარგად ნაწრთობმა, შემიძლია გითხრათ…”

“როგორც კარგად ნაწრთობმა, შემიძლია გითხრათ…”

ინტერნეტ თავდასხმები, ტროლები, ბულინგი – აღნიშნულთან დაკავშირებით ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს:

“ამ საქმეში, თუ გვსურს სიტყვა გვეთქმოდეს, ინტერნეტ თავდასხმების მიმართ უნდა ვიყოთ უშიში, როგორც უხორცო (გადაჭარბების გარეშე ვისვრი ამ მაღალფარდოვან სიტყვებს).

თუ შეგვატყვეს, რომ მოქმედებს (და თუ მოქმედებს, აუცილებლად შეგვატყობენ) ძალისხმევას გააძლიერებენ.

მარტო ჩვენში არაა საქმე, გარემოცვა წვალობს, არავის სიამოვნებს საყვარელ ადამიანს რომ ულანძღავენ. მათი წვალების მიმართაც უნდა გავკაჟდეთ და მათაც იგივე ვასწავლოთ – ავუხსნათ, რატომ და რისთვის ხდება.

სხვანაირად არ გამოვა! მითუმეტეს, ციფრულ ეპოქაში, როცა საჯარო კომუნიკაციის მოდელი შეცვლილია და თითქმის ყველა იოლად ხელმისაწვდომები ვართ.

ისიც იცოდეთ, რომ თქვენ კი არ გესხმიან თავს, იმას ესხმიან – რასაც თქვენ მათ თვალში განასახიერებთ, ან რასაც აკეთებთ. თუ გჯერათ რომ სწორს აკეთებთ, განაგრძეთ.

როგორც კარგად ნაწრთობმა, შემიძლია გითხრათ, რომ გართობაც კი შესაძლებელია ამაზე – მარველი, მატრიცა, ბეტმენი, მარიო … რავი მილიონ პერსონაჟში შეგიძლიათ გადასახლდეთ და გაერთოთ.

ბევრი პოსტი შემხვდა ინტერნეტ თავდასხმებზე, ტროლებზე, ბულინგზე და მაგას ვეხმაურები”, – წერს ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.