"ტარაკანა" ის ზოოსულდგმულია, რომელიც ერთნაირი წარმატებით დაცოცავს შაქრის ფხვნილზეც და ექსკრემენტზეც

მე თვითონ ლ. ბერძენიშვილის სტატუსის ბოლო წინადადებაზე მინდა ვთქვა ორიოდე სიტყვა - "მოსალოცად გაქვთ საქმე, ამხ. ქოცებო!" -წერს ისტორიკოსი ზურაბ დათუაშვილი სოციალურ ქსელში

წუთით გვერდზე გადავდოთ იმ მაღაზიის გამყიდველის საქციელი, ვინც ლ.ბერძენიშვილს ქიმიკატი არ მიყიდა და უბოდიშოდ გამოაბუნძულა. ზედაპირული ანალიზითაც კი, საკმარისი არგუმენტები მოიძებნება იმისათვის, რომ კაცმა მისი საქციელი მოიწონოს. არანაკლები - საწინააღმდეგო შეფასებისთვის...

მე თვითონ ლ. ბერძენიშვილის სტატუსის ბოლო წინადადებაზე მინდა ვთქვა ორიოდე სიტყვა - "მოსალოცად გაქვთ საქმე, ამხ. ქოცებო!"

მეოცნებეებს ბევრი რამის გამო აქვთ საქმე "მოსალოცად" და ამომრჩევლები ყველაფერს იმახსოვრებენ. მომავალ წელს არჩევნებზე გაირკვევა, ისინი იმედგაცრუებას დააყენებენ წინ თუ ისევ რომელიმე პრაგმატული გათვლა გადაწონის სასწორის პინას. თუმცა, ეს სხვა საქმეა და არ ნიშნავს, რომ ხელისუფლება ბერძენიშვილთანაც ტყუის. მძიმეწონოსანი რესპი, სანამ სხვისკენ გაიშვერდეს ხელს, უპრიანია, წუთით დაფიქრდეს და საკუთარ თავში დაიწყოს მიზეზების ძებნა. იქნებ, იმაზეც დაფიქრდეს, რატომ იწვევს მისი პერსონა უამრავ ადამიანში ზიზღს, მათ შორის - ისეთებშიც, ვინც პატივს სცემს მის განსწავლულობას და ერუდიციას.

ბუნებაში უამრავი სახეობა არსებობს, რომელიც სიბინძურეს სათოფეზე არ ეკარება, მაგრამ არსებობს "ტარაკანაც". "ტარაკანა" კი სწორედ ის ზოოსულდგმულია, რომელიც ერთნაირი წარმატებით დაცოცავს შაქრის ფხვნილზეც და ექსკრემენტზეც.

როცა ჰომეროსსა და არისტოფანეს თარგმნი და დაინტერესებულ საზოგადოებას ინტელექტუალური ლექციებით ანებივრებ, იმდენი ხომ უნდა იცოდე, რომ ზიზღის მომგვრელ "ტარაკანას" არ დაემსგავსო. და თუ მაინც დაემსგავსები, მერე არც ის უნდა გაგიკვირდეს, მაღაზიაში რომ არ მოგემსახურებიან და არც ის, მწყურვალს ჭიქა წყალს რომ არავინ დაგალევინებს...