"400 საჯიშე ბიჭის სიცოცხლე დაჭირდა ნაცების ამოსუნთქვას"!

ომის ვეტერანი, დავით ახრახაძე სოციალურ ქსელში აგვისტოს ომის დეტალებს იხსენებს და საკუთარი თვალით დანახულს შემდეგნაირად აღწერს:

„2007 წლის ნოემბერი იყო და გენერალ დავით თევზაძეს ვეკითხები: ბატონო დავით ჩვენი ჯარი ომისთვის არის მზად-თქო? გამომხედა და საპასუხო კითხვა დამისვა: - დათო დამისახელე 4-5 უმაღლესი თანამდებოდის პირი თავდაცვაში და გენ-შტაბშიო... რა თქმა უნდა, ვერ დავუსახელე და - ვერ ვიხსნებ ბატონო დავით ყველას-მეთქი... ხოდა ეგაა ჩემი პასუხიო!

კი მიხვდი მალე, რა მითხრა, მაშინ, მაგრამ, როცა რამდენიმე თვეში ომი წავაგეთ - 2 დღეში, მაშინ უკვე ბეჭედიც დაესვა ბატონი დავითის პასუხს ჩემ კითხვაზე...

2008 წლის აგვისტოა და ომი დაიწყო... მე მინახია, რეალურად რას ნიშნავს ქართველი ჯარისკაცი, ქართველი კაცი ომში, იშვიათად ასეთი გენის მატარებლებმა ომი წავაგოთ თუ ღალატი და გაყიდვა არაა ჩადებული თავიდანვე...

მოკლედ, დაიწყო და გამიხარდა კიდეც, რაც ბრძოლით კი არა, რაც მზაკვრულად, ლაჩრულად, განიარაღებით და სიტყვის გატეხვით, მოპარული ტერიტორიის ვაჟკაცურად დაბრუნების იმედი ჩამესახა და „საღოლ მიშა-თქო“ (უფალო მომიტევე) გავიფიქრე კიდეც... თუმცა, გულში კი ხინჯად მქონდა უვეტერანოდ დარჩენილი ჯარი, რეალური პოროხის და სისხლის სუნის არმგრძნობი ხალხის გარეშე, რეალურად, რომ მოგეების მინიმალური შანსი ჰქონდა ჯარს... როცა საქმე ნაომარ ოს და ჩრდილოკავკასიელ ბოოევიკებთან მოუწევდა ჩვენ, ჯერ კიდევ პირტიტველა ბიჭებს, ბებერი ლომების გარეშე რომ გაუჭირდებოდათ, კი ვიცოდი, მაგრამ... ასე??? ასე სასტიკად და ასე თუ ჩამოიშლებოდა მთელი თავდაცვა ხუხულასავით, ამის წარმოდგენაც არ მქონდა... და თან რა შეიარაღებით... ასეთი შეიარღება რომ გვქონოდა 92-93-ში...

ზედიზედ რამდენიმე სოფლის აღებით გამოწვეულ სიხარულს უცებ მოსდევს ინფორმაცია უკან დახევაზე და სერიოზულ დანაკარგებზე ჩვენი მხრიდან. ვურეკავ ჩემს მეგობარს, ვაშაკიძეს სადღაც შუაგულშია და საშინელებას მეუბნება... დედა გვიტირეს, ვიხევთ უკანო... ჩემი ორივე შვილი დაჭრილია და გორის ჰოსპიტალშიაო.... დაჯერებაც მიჭირს... უკვე ტელევიზორში აცხადებენ ზუგდიდს რუსული ჯარი უახლოვდებაო, ხაშურთან გზა გადაკეტილიაო... ჩემი ფიზიკური მდგომარეობა აღარც მახსენდება და სასწრაფოდ ზუგდიდში წავედი, ბევრ რამეს ვფიქრობ, მთელი ჩემი დედული იქაა, ნათესავები, ქალები, ავადმყოფი გულზე ნაოპერაციები ბიძა, მოხუცი დეიდა, დეიდაშვილები, მისი შვილიშვილები... თან უამრავი სანაცნობო მყავს ზუგდიდში, ნაომარი ბიჭები, პარტიზანები, ზვიადისტები და... თან უკვე ვფიქრობ, რომ ასეთი ხალხი, უკვე დროა, მტერს ქალაქშივე დავეცე-თქო.....

კიდევ იმედი მაქვს, რომ სახელმწიფო მართლა ომობს და საქართველო არ დაიჩოქებს-მეთქი...

შევედი ზუგდიდში, სიწყნარეა, არაფერი არ იგრძნობა, ჩემს დეიდაშვილთან ავედი, რომელიც ქალაქის ცენტრში ცხოვრობს, უცებ ღომი, სულგუნი მომართვეს და... ვხედავ ზუგდიდის ცენტრში (ფანტანთან) რუსული დროშებით ჯავშან-ტექნიკა შემოდის... უკვე იმას ვფიქრობ, სად მოვიძიო ამ ქალაქში გრანატამიოტი, იარაღი... ყველაფერს ვფიქრობ და ცეცხლი მიკიდია ტვინში და ვერაფრით ვერ ვხდები, რატომ შემოუძღვა ამ ტექნიკას წინ ქართული პიკაპი, ქართული ნომრებით... ტელევიზიით ვგებულობ, რომ სავარაუდოდ, სამეგრელოს გუბერნარატორი მიუძღვის თურმე... (მგონი გოროზია, არ აქვს მნიშვნელობა) ჩემებს ვამშვიდებ და ქალაქის გარეუბანში გავდივარ ჩემს ნათლიმირონებთან, სადაც ახლოს ძველი ზვიადისტები მეგულებიან, ნაცნობები და ნაომრები... ისინიც მენდობიან და კარგად იციან ჩემი სიყვარული ამ ქვეყნისადმი რასაც შემაძლებინებს..... უკვე საღამოვდება და ზუგდიდის ქუჩებში მარტო ბეტეერ-ბერდეემები დაქრიან გამაღიზიანებელი დროშებით.

სულ რამდენიმე საათის შემოსული არიან. რა ვქნა არ ვიცი. ტვინი მიდუღს. ვრეკავ ჩემ ძმა გენერალ ყარყარაშვილთან და ვეუბნები: გია ზუგდიდში რუსები არიან, მეც აქ ვარ უკვე და რა ვქნა?

იქიდან გია მეკითხება: - დათო ხალხს ერჩიან???

- არა, გია, არ ერჩიან-მეთქი.

და, გია მეუბნება: - დათო თითი არ გაანძრიო!

რატომ? - ვეკითხები.

- დათო თითი არ გაანძრიო თორემ, ეს მთავრობა პირველ რიგში შენ დაგიჭერს და პროვოკაციაში დაგდებს ბრალსო.

არასდროს დამავიწყდება გია ყარყარაშვილის ეს სიტყვები ბოლოს რაც გამოსცრა კბილებიდან: - „ის მივიღეთ, რისი ღირსებიც ვიყავით“-ო!

რა ვქნა? გავათენე ის ღამე როგორ იქნა და მეორე დღეს სხვებს ვურეკავ.  აღმოსავლეთში ჩამოდი დათოო მეუბნებიან, ვეტერანები ვართ შეკრებილიო, მაგრამ გვატყუებენ და იარაღს არ გვაძლევენო... ომიდან ამბები მოდის - მეოთხე ბრიგადა იბრძვის და საშინელი დანაკარგებიაო... მეოთხე ბრიგადის ბიჭებს იმედს აძლევენ, ვეტერანები მოვლენ და ჩაებმებიან ომშიო... ისინიც იმედით უცდიან... ბოლოს ურეკავენ და ვეტერანები სიმართლეს ეუბნებიან: არ გვიშვებენ დასახმარებლად და თქვენივე თავის იმედზე იყავითო...

ცოტა ხანს ვერ ვხსნიდი რატომ არ აძლევდნენ ვეტერანებს იარაღს, რომლებიც მართლა მზად იყვენ ბოლო კაცამდე გაწყვეტილიყვნენ და ძვირად დაესვათ რუსებისთვის ეს ომი... წაგებაცაა და წაგებაც... როგორ წააგებ იმას აქვს მნიშვნელობა და როგორ მოკვდები კაცი... მაგრამ, მერე როცა გავაანალიზე როგორ ტყვიაგაუსროლელად, დატოვეს კოდორი, როგორ შეაბრუნეს რუსები ახალგორში ძალის-ძალად (გავიხსენოთ პატრიარქის წვლილი ახალგორის ამბავში) მივხდი, რომ მიშამ გაყიდა საქართველო!

როგორ უნდა მოგვეგო ომი, როცა თავდაცვის მინისტრის „კლიჩკა“ იყო ნახევარქათამა!!!!!!!! როგორ უნდა მოგვეგო ომი, როცა 20 ვეტერანი არ მოიძეოდა 30 000 სამხედროში... როგორ უნდა მოეგოთ ომი, როცა ჯარის დიდი ნაწილი არა ბრძოლისთვის, არამედ პიკეტებზე ჩხრეკისთვის მზადდებოდა... როგორ უნდა მოეგო ჯარს ომი, როცა ჯარში ჩაშვება, „ბოზობა“ თანამდებობებისთვის ომი იყო გაჩაღებული, ჯარში რაც ხდებოდა ამაზე აღარ გავაგრძელებ... ბანკომატის ეფექტი მეტი იყო ჯარში ვიდრე რაიმე სხვა მოტივაცია... ერთადერთი, მეთაური ლევან ამირიძე დარჩა მტრის ზურგში რუსების გასვლამდე პირად შემადგენლობასთან ერთად, რომელსაც იარაღი არ დაუყრია და რაც გაუკეთეს მერე, ეს ხომ ცალკე თემაა... იმ სამარცხვინოდ წაგებული ომის (ვინმემ სიტყვა არ დამისველოს ცუდად ამ სიტყვაზე) მერე, კეზერაშვილი რომ დღეს მილიონებს იხდის ტელევიზიაში და მისი თანამეინახეები უკვე ღიად აცხადებენ... ამ ომმა ამოგვასუნთქაო... აქ, მგონი, წერტილი უნდა დავსვათ... 400 საჯიშე ბიჭის სიცოცხლე დაჭირდა ნაცების ამოსუნთქვას! დღემდე ხარჯავენ იმ მილიარდებს, რაც ამერიკა და ევროპამ მოგვცა ქვეყანას... ამოისუნთქეს, კი! 7 მილიარდამმდე დოლარი შემოვიდა ქვეყანაში მაშინ და ახლა იძახიან დოლარის კურსი არ დაცემულაო... რა დაცემდა კურს?! ტრაილერებით შემოვიდა დოლარი ლამის...

ასე გაიყიდა საქართველო პატივცემულებო!

წყეულიმც იყავით ყველა, ვისაც კი რაიმე წვლილი მიგიძღვიით ამ ქვეყნის დაქცევაში! თუ მე ვიყო... მე ვიყო პირველი!

P.S. ეს სულ 1% რისი დაწერაც მინდა, მაგრამ... ეს ფოტოც მაშინდელია, საირმის ტყეში გახიზნულ ჯართან!“