სახლი სიმყუდროვესთან ასოცირდება. იქ თავს ყველაზე მშვიდად და დაცულად ვგრძნობთ. დამღლელი დღის შემდეგ, სახლის კარს შევაღებთ თუ არა, ჩამრთველს ვაწვებით, შუქს ვანთებთ და ასე შევდივართ თავშესაფარში. სწორედ განათება განსაზღვრავს სახლის კომფორტულობას. ამიტომ რემონტის დროს დიდი ყურადღება ექცევა განათების წერტილების მონტაჟს. ყველა ოთახს შესაბამისი განათება სჭირდება, ოთახის ფუნქციის მიხედვით.
რა და რა ტიპის განათება არსებობს?
როცა სახლის განათებაზე ვსაუბრობთ, უპირველეს ყოვლისა, გონებაში წარმოვიდგენთ ოთახის ჭერზე, შუა ნაწილში განთავსებულ დიდ ჭაღს ერთი ან რამდენიმე ნათურით. ესაა კლასიკური განათება, რომელიც მეტწილად არ იცვლება, რადგან ასე სინათლის სხივები ნაწილდება მთელ ოთახში, თუმცა მხოლოდ ცენტრალური განათება საკმარისი არაა. წერტილოვანი და ლოკალური განათებები აუცილებელია, შესაბამისად, მოთხოვნადიც. ისინი სივრცის მხოლოდ კონკრეტული ნაწილის განათებაზე არიან პასუხიმგებელი და მათ ფუნქციას ზედმიწევნით ასრულებენ. ჩვენც ჩამრთველის გამოყენებით ვარეგულირებთ ოთახში სინათლის სიკაშკაშეს, ვიქმნით გარემოს საჭიროებისამებრ. პოპულარულია ასევე LED განათებაც, განსაკუთრებით თეთრი ფერის LED ნათურები, რადგან თვალს არ ძაბავს და თან ეკონომიურია. მოთხოვნადია კედელზე დასამაგრებელი ბრაც, განსაკუთრებით აივნის ან სახლის გარეთა ფასადის გასანათებლად.
დეკორატიული განათება
სახლის ინტერიერს სხვა ხიბლს მატებს დეკორატიული განათება. სხვადასხვა ფორმისა და ზომის დასადგამი თუ დასაკიდი სანათები განათების დამატებითი წყაროებია, რომლებიც თავის მთავარ ფუნქციასთან ერთად, დეკორატიულ ფუნქციასაც ასრულებენ და ოთახის ავეჯს ორგანულად ერწყმიან. მაგიდის სანათები მეცადინეობის თუ მუშაობის პროცესს უფრო პროდუქტიულს ხდის, რადგან საკმარისი სინათლე აადვილებს კითხვასა და წერას. ტორშერები რომანტიკული გარემოს შექმნას უწყობს ხელს. მაგალითად, მხოლოდ ტორშერს ვანთებთ, როცა მუსიკას ვუსმენთ ან ტელევიზორს ვუყურებთ და თავს მშვიდად ვგრძნობთ. ასევე განათება, რომელიც დამონტაჟებულია სარკეებზე, ავეჯზე ალამაზებს სახლის ინტერიერს.
ჭერის განათება
სიტყვებზე „ჭერის განათება“ ყველაზე პირველად გვახსენდება სასტუმრო ოთახის დიდი, ბროლის ჭაღი, რომელიც საპატიო ადგილს იკავებს და ერთ-ერთი ძვირფასი ნივთია მთელ სახლში. ბოლო ათწლეულებია პოპულარობით სარგებლობს შეკიდული ჭერი, რაც მოითხოვს წერტილოვანი განათების მონტაჟს, რადგან ოთახში საკმარისი სინათლე იყოს და თავად ვაკონტროლოთ რამდენად ბევრი თუ ცოტა სინათლე იყოს ოთახში. ასევე წერტილოვანი განათება მოთხოვნადია ერთდონიან ჭერზე სამზარეულოსა და სააბაზანოში. თუ ოთახში გასაჭიმი ჭერია, მაშინ მას სპეციალური განათება სჭირდება, რომელიც ადვილად დამაგრდება ამ ტიპის ჭერზე.
სად შევიძინოთ განათება?
თითქმის ყველგან შესაძლებელია სასურველი განათების შეძენა, როგორც პატარა, ასევე ბრენდულ მაღაზიებში, თუმცა განათების შეძენა ონლაინ სულ უფრო პოპულარული ხდება. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს:
- ყველა სახეობის, მასალის, მარკის განათების პოვნა ერთ სივრცეში;
- დაზოგილი დრო და ენერგია;
- დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეძენის შესაძლებლობა;
- ტრანსპორტირების ტვირთის საკუთარი მხრებიდან მოხსნა;
- ზედმეტი ხარჯების (მგზავრობის, პარკინგის, საწვავის) თავიდან არიდება;
- მომხმარებლების რეკომენდაციების ნახვა, არჩევანის გაადვილება.
სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი და ინდივიდუალურად სხვა დამატებითი სარგებელი განსაზღვრავს განათების ონლაინ ყიდვაზე მოთხოვნის გაზრდას. Liloshop.ge, რომელიც საქართველოში ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი „ლილო მოლის“ ინტერნეტ მაღაზიაა, საუკეთესო ადგილია განათების შესაძენად.
ამრიგად, განათება ინტერიერის ის მთავარი ელემენტია, რომელმაც სახლი მყუდრო ადგილად უნდა აქციოს, რის გამოც მის სწორად შერჩევას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.