“თქვენც მოგმართავთ, ვისაც ჩემი გადაცემა არ მოგწონდათ…” – გია ჯაჯანიძე მაყურებელს დაემშვიდობა (ვიდეო)

“თქვენც მოგმართავთ, ვისაც ჩემი გადაცემა არ მოგწონდათ…” – გია ჯაჯანიძე მაყურებელს დაემშვიდობა (ვიდეო)

ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე მაყურებელს დაემშვიდობა. მან გადაცემის “სხვა რაკურსი” ერთგულ მაყურებელს, თითოეულ გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა:

“ჩემო ძვირფასო, ჩემო საყვარელო, გულშემატკივარო, ერთგულო მაყურებელო. თქვენც მოგმართავთ, ვისაც ჩემი გადაცემა არ მოგწონდათ და მაკრიტიკებდით. მადლობა ყველას.

მადლობა განგებას, რომ მომცა საშუალება ვყოფილიყავი მაღალ რეიტინგული შოუს წამყვანი. მადლობა განგებას, რომ მომეცა საშუალება მიმეღო უკიდეგანო გამოცდილება.

მუდმივი რომ არაფერია, ბავშვობიდან ჩამინერგეს, ამიტომ არასდროს არაფრის მეშინოდა.

არ მეშინოდა წარუმატებისლობის, არც წარმატების მეშინოდა და არც წარმატების დაკარგვის შიში მაქვს.

წარმატების დაკარგვის შიში იმ ადამიანებს აქვთ, ვისაც შემთხვევით გაუმართლათ.

მე ჯერ ადამიანი ვარ და მერე სხვა დანარჩენი, შეძენილი თუ ნასწავლი თვისებებით.

არაფერი შემთხვევითი არ არის, ყველაფერს ჩვენ ვქნით. ჩვენ ვანგრევთ.

გეშინოდეს თქვენი ფიქრების თუ ისინი უარყოფითია.

გეშინოდეთ იმ ადამიანების ვიზედაც უარყოფითს ფიქრობთ და საუბრობთ.

გეშინოდეს, როცა სხვისი ცუდი გიხარია და ფიქრობ, რომ ის ღირსია ცუდად იყოს.

წიწაკა მწარეა, ბევრ შაქარს შეიცავს”, – დაწერა გია ჯაჯანიძემ სოციალურ ქსელში.

სოციალისტი ეს იყო გადაცემა რომელიც თავის არსში იყო კეთილი, სიბოროტის ერთ პატარა ნამცეცსაც კი არ ატარებდა! ალბათ ამიტომ დახურეს! ეტყობა მაყურებელს ექშენი, ლანძღვა, გინება, გაწევ გამოწევა უფრო აინტერესებს!
4 წლის უკან
უ ც ხ ო : ვინმემ უბრძანა, შენი გადაცემა უნდა დახუროო?.. თუ თვითონ მიხვდა, რომ სჯობდა დაეხურა?
"ნანუკას შოუც" დახურულა, მაგრამ ჟორჟოლიანმა განაცხადა, 10 წელია ვაკეთებ ამ გადაცემას და საკმარისია, - ახლა სხვა რამე უნდა გავაკეთოო.
4 წლის უკან