თედო ისაკაძე “რუსთავი2”-ის დამფუძნებლებზე ხმაურიან განცხადებას აკეთებს

თედო ისაკაძე “რუსთავი2”-ის დამფუძნებლებზე ხმაურიან განცხადებას აკეთებს

პოლიტიკოსი, სახელმწიფო მინისტრის მოადგილე 1999 -2002 წლებში, თედო ისაკაძე, “რუსთავი2”-ის დამფუნებლებს, დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს უპირისპირდება და მათ შესახებ ხმაურიან განცხადებას აკეთებს.

“ბევრჯერ ვთქვი, ახლაც ვამბობ და გავიმეორებ: რ2-ის, როგორც ანტიმედიის ფლაგმანის ჩამოყალიბებაში ამ “ტროიკას” მიუძღვის “ღვაწლი” – კიწმარიშვილი, დვალი, აქიმიძე.

“ტვინების გამორეცხვის”, სიცრუის მეთოდოლოგიური ტირაჟირების, შავი პიარის, მედიაბულინგის და ყველა სხვა ევროპული ყვითელი მედიისათვის დამახასიათებელი ტენდენციები, რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის მედია სახედ იქცა, ამ “დამფუძნებლელი მამების” დამსახურებაა.

მეტიც, სხვისი ქონების თაღლითურად “ახევის” პრაქტიკას ამ ვაჟბატონებმა დაუდეს საფუძველი. პიონერები იყვნენ. აქ არ ვაპირებ 25 წლის წინანდელი ისტორიის მოყოლას. ყურადღებას მხოლოდ მორალურ ნაწილზე გავამახვილებ:

ამ არარაობებმა, მე და ჩემს პარტნიორებს უნამუსოდ აგვართვეს (ტექნოლოგიებზე მერე, უფრო ვრცლად) არხი სადაც ქ. რუსთავიდან სათანამშრომლოდ გადმოვიპატიჟეთ, კლასელობის, კურსელობის და ნათლიმირონის ხათრით. ამ ისტორიის შემდეგ ამაზრზენია ამათი საუბარი რაიმე სამართლიანობაზე, სინდისზე და ნამუსზე, ესენი მენტალობით ნაცები და (ტოლობის ნიშნით) ყველაფრის მკადრებლები არიან.” – აცხადებს თედო ისაკაძე.

amo პ რ ო კ უ რ ა ტ უ რ ა მიხედეთ ამ საქმეს თუ გინდათ, რომ ხალხმა თქვას დაიწყო, მგონი მართლა დაიწყო სამართლიანობის დადგომაო.
5 წლის უკან
უ ც ხ ო . არადა, როგორი დაჩაგრულების პოზიციიდან საუბრობდა ეს ხალხი!..
5 წლის უკან
სოციალისტი აქ ბევრჯერ დავწერე, ეს დვალი და აქიმაძე დასასჯელები არიან საქართველოს წინაშე ჩადენილი უდიდესი დანაშაულის გამო! რაც ამ რუსთავი2-მა ზიანი მიაყენა საქართველოს ამას შაჰ აბასიც კი ვერ იზამდა!
5 წლის უკან