"თუ ახალი ტელევიზია შეიქმნება ძალიან კარგი. "რუსთავი 2"-ს უკვე იმდენი მეპატრონე გამოუჩნდა, რომ მალე გინესის წიგნში შევა"- ასე ეხმაურება კინორეჟისორი გოგი თორაძე ინფომაციას იმის თაოაბაზე, რომ ნიკა გვარამია ახალი ტელევიზიის გახსნას აპირებს.
"რუსთავი 2"-ის ყოფილი დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, უკვე მიმდინარეობს კონსულტაციები პარტნიორებთან, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. თუმცა, ყველაზე დიდი იმედი ამ საქმეში აქვს თავისი გუნდის და საზოგადოების მხრიდან გაღებული შემოწირულობების. გავრცელებული ინფორმაციით, ახალ ტელევიზიას "ლაზიკა" ერქმევა.
"იცით ჩემს გაოცებას რა იწვევს, ამ არხის მეპატრონეების ასეთი სწრაფი ცვლა, ახალ უკვე იმდენი მფლობელი გამოუჩნდა რომ მალე გინესის წიგნში შევა. იურიდიულ წიაღსვლებში ვერ შევალ, მაგრამ, ეს ტელევიზია ხელისუფლებას მაგრად უშლიდა ნევრვებს და დიდი კომფორტი ამ არხის სარედაქციო პოლიტიკიდან არ ჰქოდა.
"რა თქმა უნდა, ჩემთვის მისაღები არ იყო ის უმსგავსობები, რომელიც ბოლო პერიოდში ამ არხიდან გაისმოდა, მაგრამ ვერც კი წარმომიდგენია, რომ ეს ტელევიზია დაიხუროს, რადგან ძალიან ბევრი კრიტიკული სიუჟეტები გადიოდა, რომელიც ჩვენს რეალობას ასახავდა. არც ის მინდა, რომ ამ არხის პროფესიონალი ჟურნალისტები ასე დაიქსაქსონ.
"აუცილებელია ქვეყანაში იყოს დაბალნსებული ტელევიზია და არა ისეთი, სადაც მხოლოდ ან შავ-თეთრ ფერებში უჩვენებენ ყველაფერს, ან ფერადში. დღეს ადამიანი ძალია გონიერია და თავად აირჩევს რას უყუროს.
"ამიტომ, მივესლამები, თუ ახალი ტელევიზია შეიქმნება და მალევე მოიპოვებს პოპულარობას"- განაცხადა "მთელ კვირასთან" გოგი თორაძემ.