საპროტესტო აქციების – „გააღვიძე ოლიგარქის“ აქტივისტები ოზურგეთის პოლიციაში დაიბარეს. აქციები ყოველ ღამით, შეკვეთილში, ივანიშვილის რეზიდენციასთან ტარდება.
ერთ-ერთი აქტივისტის, ლაშა ადამიას განცხადებით, დღეს, 26 ივლისს, 13:00 საათზე, ოზურგეთის პოლიციაში გამოკითხვაზე უნდა მივიდნენ: ლაშა ადამია, გია ხალვაში, ანზორ გუბაევი, ხათუნა ბერიძე და ბონდო თედორაძე, რომელიც ქობულეთის საკრებულოს წევრია „ნაციონალური მოძრაობიდან“.
„მოტივი როგორც, გვითხრეს, არის საპროტესტო აქციები, რომელსაც ჩვენ ვმართავთ ივანიშვილის რეზიდენციასთან. ხმაურის გამო არის შეტყობინება შესული პოლიციაში,“ – გვეუბნება ლაშა ადამია.
ოზურგეთის პოლიციაში 24 ივლისს ასევე დაბარებული იყოაჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, ელგუჯა ბაგრატიონი, რომელსაც ორი, სსკ-ის 187-ე და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მუხლით ედავებიან.