უკრაინის ცესკო-მ სააკაშვილის და კიდევ 3 პარტიის ფინანსურ ანგარიშებში დარღვევები აღმოაჩინა

უკრაინის ცესკო-მ სააკაშვილის და კიდევ 3 პარტიის ფინანსურ ანგარიშებში დარღვევები აღმოაჩინა

უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიხეილ სააკაშვილის პარტიის, „ახალ ძალთა მოძრაობის“ შუალედურ ფინანსურ ანგარიშში დარღვევა აღმოაჩინა. უწყებამ ამის შესახებ ინფორმაცია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნულ სააგენტოს უკვე მიაწოდა.

საქართველოს ექსპრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის პარტიის გარდა, დარღვევა აღმოჩნდა კიდევ სამი პარტიის ფინანსურ ანგარიშში – „პარტია შარიას“, „სამოქალაქო პოზიციისა“ და „სოციალური სამართლიანობის“. გავრცელებული ცნობით, დარღვევები პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ფონდებში ფულადი სახსრების ჩარიცხვებსა და მოხმარებასთან დაკავშირებით დაფიქსირდა.

უკრაინაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები 21 ივლისს გაიმართა. სააკაშვილის მოძრაობამ 0.4% მიიღო.

amo ტყუილი იქნება, მაგი მაგას როგორ იკადრებდა.
5 წლის უკან