დღეს ოქრუაშვილი კვლავ პატიმარია და არავის დედამიწის ზურგზე არ ადარდებს მისი პოლიტიკური ბედი, წარსულის ერთი მუჭა პოლიტიკოსების გარდა

დღეს ოქრუაშვილი კვლავ პატიმარია და არავის დედამიწის ზურგზე არ ადარდებს მისი პოლიტიკური ბედი, წარსულის ერთი მუჭა პოლიტიკოსების გარდა

„დღეს ოქრუაშვილი კვლავ პატიმარია და არავის დედამიწის ზურგზე არ ადარდებს მისი პოლიტიკური ბედი, წარსულის ერთი მუჭა პოლიტიკოსების გარდა“, - წერს სოციალურ ქსელში საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი გურამ ნიკოლაშვილი.

2007 წლის 27 სექტემბერს პრაქტიკულად პირდაპირ ეთერში დააპატიმრეს ირაკლი ოქრუაშვილი, რომელმაც ინგა გრიგოლიასთან ილაპარაკა სააკაშვილის დანაშაულებების შესახებ და მათ შორის ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის შეკვეთაზე. არადა რამდენიმე თვით ადრე იგი ჯერ კიდევ მინისტრად მუშაობდა.

მის დაპატიმრებას მოჰყვა უმწვავესი საღამოს ეთერები. საჯარო სივრცეში გამოჩნდა გაბრაზებული ლევან გაჩეჩილაძე, რომელიც მოგვიანებით მთელი საპროტესტო მოძრაობის ლიდერად იქცა. სწორედ აქედან დაიწყო ოპოზიციის აქტიური ბრძოლა ნაცმოძრაობის წინააღმდეგ, ჩატარდა 2 ნოემბრის დიდი აქცია, მას მოჰყვა 7 ნოემბერი, ომი ("მიშას ამოსუნთქვა"), საკნები, 26 მაისი და რეჟიმის სრული დელეგიტიმაცია.

2007 წლის შემდეგ გავიდა 12 წელი. საქართველოში ამ ხნის მანძილზე გარდაიცვალა 600 ათასი ადამიანი და ამდენივე გახდა სრულწლოვანი. ბუნებრივია რომ მაშინდელი პერიპეტიები და ვითარება ბევრმა არ იცის ან ბუნდოვნად ახსოვს.

თუმცა მოსახლეობის უმრავლესობას ცხადია გვახსოვს რომ რევოლუციური ხელისუფლების მმართველობის არასრული 4 წლის შედეგად დაგროვილი ოპოზიციური მუხტის ტრიგერი სწორედ ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრება გახდა.

დღეს ოქრუაშვილი კვლავ პატიმარია და არავის, არავის დედამიწის ზურგზე არ ადარდებს მისი პოლიტიკური ბედი, წარსულის ერთი მუჭა პოლიტიკოსების გარდა. არავითარი პროტესტი, არავითარი ხმა და ძახილი. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების ოპონენტთა განცხადებით დღეს ქვეყანაში დიქტატურა დამყარდა.

ერთადერთი საკითხი, რაც მოსახლეობას რეალურად გვაწუხებს, არის ლარის კურსი, რომელიც აჩანაგებს ჩვენს ჯიბეებს. ამ საკითხს ჭირდება მოვლა, ზრუნვა და პატრონობა. სიღარიბის საკითხი ისედაც ნომერი ერთია და ცხადია იგი იქნება ყველაზე აქტუალური მომავალ არჩევნებზე.

არსებობს ტერმინი პოლიტიკური სანაგვე. 2003 წელს ეს ინსტრუმენტი ფორსირებულად ამოქმედდა და შევარდნაძის ეპოქა და მისი სახეები ჩაირეცხნენ. გადარჩნენ მხოლოდ ახალგაზრდა რებრენდირებული სახეები. 2012 წელს იგივე ვერ მოხდა მიუხედავად მოსახლეობის ნაწილის რევანშისტული სურვილისა. ეს პროცესი გრძელდება დღემდე და საზოგადოების რეაქცია ცხადყოფს მის აქტიურ ფაზაში გადასვლას.

სოციალისტი სამწუხაროდ დღეს საბოლოოდ გამოჩნდა რა უზარმაზარი დოზით შტერია ემა ტუხიაშვილი, ჯერ უგულავა ჰყავდა, ახლა ხუხაშვილი ჰყავს! ხომ წარმოგიდგენიათ რა დემაგოგიურ, ფლიდურ, უსინდისო ლაყაფს აწარმოებენ ეს სირმანჯოები?! ახლა გედევან ფოფხაძე მოიყვანა! სასაცილო იქნებოდა სატირალი რომ არ იყოს! არა, არა ეს ტუხიაშვილი ნამდვილი სულელი ყოფილა!
5 წლის უკან