„დადგება დრო, ვინც თქვენ უკან დგას, ვინც ამ დავალებებს გაძლევთ, პასუხი მოეთხოვებათ

„დადგება დრო, ვინც თქვენ უკან დგას, ვინც ამ დავალებებს გაძლევთ, პასუხი მოეთხოვებათ"

ეს არის სირცხვილი, ქვეყნის მიმართ მიზანმიმართული, დანაშაულებრივი ქმედება. მე გპირდებით, დადგება დრო, ვინც თქვენ უკან დგას, ვინც ამ დავალებებს გაძლევთ, მათ ძალიან სერიოზული პასუხი მოეთხოვებათ, - ამის შესახებ სასამართლო პროცესზე "თიბისი ბანკის" დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

როგორც ხაზარაძემ საკუთარ სიტყვაში განმარტა, წარდგენილი ბრალი აბსურდულია.

„აბსურდული ბრალია და მიზანმართული შეტევაა ძალიან მნიშვნელოვან პროექტზე და ეს გრძელდება 8 თვეა პროკურატურის მხრიდან. ეს ადამიანები ასრულებენ დაკვეთას, რომ ხელი შეუშალონ მნიშვნელოვან პროექტს. გუშინწინ, მთელმა ქართულმა ეკონომიკამ მილიარდ ლარამდე იზარალა. აქ ითხოვენ 2 მილიონს გირაოს სახით. მათი მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, უცხოეთში არ გავიდეთ, პირდაპირ მიმართულია იმაზე, რომ ის ხელშეკრულებები, რომელიც დავდეთ, ბოლომდე არ მივიყვანოთ და დისკრედიტირებულები ვიყოთ პარტნიორებთან.

ეს არის სირცხვილი, ქვეყნის მიმართ მიზანმიმართული, დანაშაულებრივი ქმედება. მე გპირდებით, დადგება დრო, ვინც თქვენ უკან დგას, ვინც ამ დავალებებს გაძლევთ, ძალიან სერიოზული პასუხი მოეთხოვებათ", - განაცხადა ხაზარაძემ.

ის ასევე გამოეხმაურა სახელმწიფო ბრალდების დასახელებულ გირაოს ოდენობას.

"მილიონი ლარი გამაჩერებს და დამაკავებს? ეს არის აბსურდული", - განაცხადა ხაზარაძემ.

thrgg@yahoo.com რატომ გაგაჩერებს რა, რაც შენ ქართველი ხალხი გაატყავე და გაამწარე მილიონი ლარი რა არის შენთვის...
5 წლის უკან