მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძე 700-700 ათასი ლარის გირაო შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოცხადდა, ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიებად თითოეულისთვის მილიონ-მილიონი ლარის გირაოს ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ თანხის რაოდენობა 700 ათასამდე შეამცირა.