„12-13 წელია „რუსთავი 2“ იმყოფებოდა „ალი ბაბას და 38 ყაჩაღის“ მფლობელობაში“

„12-13 წელია „რუსთავი 2“ იმყოფებოდა „ალი ბაბას და 38 ყაჩაღის“ მფლობელობაში“

"ვარდების რევოლუციის" ნომერ პირველი შემოქმედი იყო „რუსთავი 2". ამით შეშფოთებულ ხალხს ვხედავთ და ეს არის ცუდი" - ამის შესახებ ‘შენების მოძრაობის" ლიდერმა დავით უსუფაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც „რუსთავი 2"-ის დამფუძნებლები დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე დეპუტატებს ხვდებიან.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რაც ამ დღეებში ხდება, რომ მე მგონი, ერთი მენტალური ბარიერი ნელ-ნელა, ყველას თავში იხარშება, რომ დიახ, ბოლო 12-13 წელია, „რუსთავი 2" იმყოფებოდა „ალი ბაბას და 38 ყაჩაღის" მფლობელობაში. ის დანარჩენი ორი ყაჩაღის თემაა გასარკვევი - ოქრუაშვილის და ხალვაშის თემა. თორემ დანარჩენი იქიდან აქეთ მოყოლებული, რა ხდებოდა ამ ტელევიზიის გარშემო, გასარკვევია, მაგრამ ესეც უნდა გაირკვეს და ბოლომდე მივიდეს, რათა ბევრი რამ თავის ადგილზე დადგეს", - თქვა უსუფაშვილმა.

მანვე მიმართა „რუსთავი 2"-ის ერთ-ერთ დამფუძნებელ დავით დვალს და ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით კითხვა დაუსვა.

„მე ერთი კითხვა მაქვს დათოსთან, საქმე ეხება მოქალაქე ივანიშვილს, რადგან მახსოვს მოქალაქე ივანიშვილთან საუბრები და ბოლო საუბარი მასთან ასეთ თემებზე მქონდა დაახლოებით 4 წლის წინ. თვითონ, როგორც ინდივიდი, ადამიანი, თვლიდა, რომ ისტორიული სამართლიანობა „რუსთავი 2"-თან დაკავშირებით გადიოდა თქვენზე და ორი ადამიანი იყო ისტორიულად დაზარალებული. მას შემდეგ თუ გქონიათ რაიმე ურთიერთობა ან მისი პოზიცია შეიცვალა თუ არა, რა იცით ამის შესახებ?" - ჰკითხა უსუფაშვილმა დავით დვალს.