„რუსთავი2"-ის დამფუძნებელი დავით დვალი ტელეკომპანიის ჟურნალისტებთან შეხვედრას გეგმავს, - მან ამის შესახებ პარლამენტში გამართული შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.
„აუცილებლად ვაპირებ შევხვდე რუსთავი2-ის ჟურნალისტებს, გავაცნო დეტალები და მათთვის საინტერესო კითხვას მზად ვარ პასუხი გავცე" - აღნიშნა დვალმა
მანამდე კი ტელეკომპანიის დამფუძნეილები ამჟამინდელ მფლობელთან ქიბარ ხალვაშთან შეხვედრას გეგმავენ, ისინი უკვე შეხვდნენ „რუსთავი2"-ის დირექტორს პაატა სალიას.
„პესიმისტური მოლოდინი მაქვს ქიბარ ხალვაშთან შეხვედრისას. წინასწარ არ მინდა პროგნოზის გაკეთება, მაგრამ ორშაბათს მე შემეძლება ხმამაღლა გავაკეთო განცხადება ჩვენს პოზიციაზე. რა იყო წითელი ხაზი, გადაილახა თუ არა და ვისი დავალებით. შეხვედრზე ჩვენი მხარე არანაირ საკითხს არ აყენებს, უბრალოდ მოუსმენს ქიბარს, რას იტყვის. ქიბარს აქვს 100 პროცენტი და მან თქვა, რომ რაღაც შეთავაზების გაკეთებას აპირებს. ჩვენგან იქნება პასუხი - კი ან არა. უკვე უდის სუნი, რომ ეს მთლად ის წინადადება არ არის, რაც ადრე იყო." - აღნიშნა დავით დვალმა.